სარჩევი

დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე ისტორიული მატჩი შედგა. ნაპოლიმ იუვენტუსი 5:1 გაანადგურა და სატურნირო ცხრილში 10 ქულით გაასწრო.

დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ნაპოლის, ისე ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის თამაშს.

ლურჯი შოუ! სპალეტი 10 ქულით გაიქცა“, – ვხვდებით სათაურს Corriere Dello Sport-ზე.
კვარაცხელიამ და ოსიმენმა იუვენტუსი გაანადგურეს, ნაპოლი 10 ქულით დაწინაურდა!” – ასეთი სათაური გამოჩნდა La Gazzetta dello sport-ზე.

დელო სპორტის ინსტაგრამ ანგარიშზე კვარაცხელიას მორიგი ილუსტრაციაც ვნახეთ.

ნაპოლის მასტერკლასი! – კვარაცხელიასა და ოსიმენის სახით მომაკვდინებელი დუეტი ჩამოყალიბდა”, – წერს ესპანური AS-ი.

ნაპოლიმ იუვენტუსი მძიმე რეალობაში დააბრუნა, – ვკითხულობთ Marca-ზე, – მატჩში სხვაობა ნაპოლის ნიჭიერმა შემტევებმა შექმნეს”.

“ნაპოლი, როგორც მაიკ ტაისონი – იუვენტუსი ნოკაუტშია!” – წერს IlNapolista.

“ქართველმა სუპერვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გამოზომილი ჩაწოდებით ბურთი თავზე დაასვა ვიქტორ ოსიმენს, რომელმაც ჩემპიონატში მე-12 გოლი გაიტანა. ნაპოლი წინ 10 ქულით გაიჭრა“, – წერს BBC Sports-ი.
წარმოუდგენელი შედეგი ჩემპიონატის ლიდერების შეხვედრაში, სხვაობა უკვე ათი ქულაა, ნაპოლის უკვე შეუძლია სკუდეტოზე ოცნება, რომელიც მარადონას შემდეგ არ მოუგია”, – წერს Sky Sports UK.