საფრანგეთისა და მაროკოს გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. არეულობის შედეგად, სამწუხაროდ, მონპელიეში 14 წლის გულშემატკივარი დაიღუპა.
საფრანგეთი-მაროკოს ნახევარფინალის შემდეგ საფრანგეთსა და ბელგიაში შეტაკებათა სერია მოხდა. მაროკოს გულშემატკივრებმა პარიზისა და ბრიუსელის ქუჩებში არეულობა მოაწყვეს.
სამწუხაროდ, ფიზიკურ დაპირისპირებათა სერიას მონპელიეში 14 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. სამართალდამცველების განცხადებით, ის ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა. ჰოსპიტალიზების მიუხედავად 14 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება ბელგიას – ქვეყნის დედაქალაქში სამართალდამცველებს წყლის ჭავლის გამოყენება დასჭირდათ. შეტაკებები ბრიუსელის იმ ნაწილში მოხდა, სადაც ეთნიკური მაროკოელები ცხოვრობენ.
მაროკოსთან გამარჯვების შემდეგ საფრანგეთი ფინალში არგენტინას დაუპირისპირდება, ხოლო მაროკო მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ხორვატიასთან ითამაშებს.