საფრანგეთი ფინალშია – მატჩისშემდგომი კომენტარები

საფრანგეთის ნაკრები ფინალშია. ფრანგებმა მაროკოს ნაკრები 2:0 დაამარცხეს და ზედიზედ მეორედ ითამაშებენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ნახევარფინალს ესწრებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, როგორც საფრანგეთზე, ისე მაროკოზე, – “ამაყი და ბედნიერი ვარ საფრანგეთის ნაკრების წარმატებით. მაროკომ ძალიან კარგად ითამაშა, მინდა მაროკოელებს ვუთხრა, რომ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, ჩვენ კი მათი მეგობარი ქვეყანა ვართ”.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა მაროკოს ფეხბურთელების თვალწინ, მათ კაპიტანს, ნორდინ ამრაბატს ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველი უწოდა.

შემდეგ კი გასახდელში გადაინაცვლა სადაც დიდიე დეშამსა და ფეხბურთელებს პირადად მიულოცა.

კილიან მბაპემ კომენტარი ინსტაგრამზე გააკეთა, – “არ იდარდო ძმაო, ყველა ამაყობს იმით, რაც გააკეთე, შენ ისტორია დაწერე”, – წერილის ადრესატი მისი თანაგუნდელი და მეგობარი აშრაფ ჰაკიმია.

ცოტა იმედგაცრუებული ჩანდა მაროკოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

დანაკლისი გვქონდა, ვიღაც თამაშამდე დაშავდა, ვიღაც თამაშის დროს, რის გამოც ცვლილებებიც განხორციელება მოგვიწია, ამას ჩვენთვის სიკეთე არ მოუტანია”.

მთელი მაროკო ამაყობს ჩვენით, ჩემმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მეტოქე ძალიან ძლიერი იყო, მათ იცოდნენ რასაც აკეთებდნენ, როცა ასეთი დონის მეტოქე თავის ნახევარზეა გამაგრებული და შენს შეცდომას ელის, შანსები მაქსიმალურად მცირდება. მე ვამაყობ ჩემი გუნდით, მთელმა მსოფლიომ ნახა რა შეგვიძლია”, – თქვა მაროკოს 47 წლის მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ.

მოედანზე გამოსვლიდან 44 წამში გაიტანა გოლი რანდალ კოლო-მუანიმ, რომელიც მატჩის შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა, – “თითქოს მძინავს და გაღვიძებას ვერ ვახერხებ, ამის აღწერა სიტყვებით არ შემიძლია, ეს გზა ბოლომდე უნდა გავიაროთ. კარგია, რომ შეტევას ბოლომდე გავყევი, მთელი საქმე კილიანმა გააკეთა, მე კი შემიძლია იმით ვიამაყო, რომ სწორ დროს, სწორ ადგილზე აღმოვჩნდი”.

დიდიე დეშამი, როგორც ყოველთვის გაწონასწორებული იყო, – “ეს ფინალი არ ყოფილა, თუმცა, ნახევარფინალსაც დიდი დაძაბულობა ახლავს თან. გვეამაყება, რომ კიდევ ერთხელ ვითამაშებთ ფინალს, ახლა მხოლოდ წერტილი გვაქვს დასასმელი”.

საფრანგეთის ნაკრები ფინალში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე