ლუი ვან გაალი მსოფლიო ჩემპიონატის წინ საინტერესი განცხადებას აკეთებს, – „ქომაგებს აქვთ უფლება კატარის ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადონ, ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, მაგრამ თუ ფინალში გავალთ, იმედი მაქვს ვინმე მაინც უყურებს ტელევიზორს“.
ბოლო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 28 000 გამოკითხული ადამიანიდან ნიდერლანდებში მხოლოდ 14% ინტერესდება მსოფლიო ჩემპიონატით.
ვან გაალმა თავისი პოზიცია მასპინძელი ქვეყნის შესახებ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, – „კატარში ჩემპიონატი არ უნდა დატრდებოდეს, თუმცა, ორგანიზატორებმა მშვენივრად იმუშავეს. ჩემპიონატს ყოველთვის ყველაზე გამოცდილი ქვეყნები უნდა მასპინძლობდნენ. სავარჯიშო მოედანი იდეალურია, სასტუმრო შესანიშნავი, ამ კუთხით ცუდი არაფერი მეთქმის, ტურნირის დაწყებას მოუთმენლად ველი, მთავარია, რომ ჩემს ფეხბურთელებსაც იგივე განწყობა ჰქონდეთ“.
„ვიცით, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არ გვყავს, მაგრამ მყავს ფეხბურთელები, რომელთაც ჩემი მიცემული დავალების შესრულება ზუსტად შეუძლიათ, ვენდობით ჩვენს არჩეულ გეგმას და ტაქტიკას“.