უსიამოვნო ინციდენტი მოხდა რედ ბულის საჯინიბოში. ბრაზილიის გრან პრიზე მაქს ფერსტაპენმა გუნდის მოთხოვნის მიუხედავად თანაგუნდელ სერხიო პერესს პოზიცია არ დაუთმო. პერესი პირად ჩათვლაში მეორე ადგილისთვის იბრძვის.
მოგვიანებით მრბოლელმა დაუმორჩილებლობის მიზეზების განმარტვა არ ისურვა და თქვა, რომ საკუთარი არგუმენტები ჰქონდა.
ფაქტმა რბოლისას რადიო კავშირის დროს და გრან პრის დასრულების შემდეგ უსიამოვნო გადალაპარაკება და რამდენიმე რეპლიკის გაცვლაც გამოიწვია.
ვერსტაპენი: : «ეს იმის გამოძახილია, რაც ადრე მოხდა“»
პერესი: : «ეს აჩვენებს თუ ვინ არის ის სინამდვილეში»
ესპანურ მედიასთან საუბარში პერესმა დაამატა, რომ თუ ფერსტაპენს ორი ტიტული აქვს, ეს სწორედ მისი დამსახურებით მოახერხა.
საბოლოოდ ფერსტაპენმა რბოლა მე-6-ზე, ხოლო პერესმა მე-7 ადგილზე დაასრულა. საერთო ჩათვლაში, რომელიც ვერსტაპენმა ორი რბოლის წინ უკვე მოიგო, მექსიკელი პილოტი მეორე ადგილს შარლ ლეკლერთან 290-290 ქულით იყოფს. ფორმულა 1-ის 2022 წლის ვიცე ჩემპიონი აბუ დაბიში გაირკვევა.