სარჩევი
ქართული წელი UFC-ში - 2025 წლის შეჯამება | Setanta Sports

ქართული წელი UFC-ში – 2025 წელი UFC-ის ქართველი მებრძოლებისთვის კარიერის ახალი ეტაპის საზღვრად მოგვევლინა – ვიხილეთ არა ერთი საჩემპიონო ორთაბრძოლა და მეინ ივენთი – წელი სავსე იყო დასამახსოვრეელი მომენტებით, იყო კარგიც და ცუდიც, რაც ქართველმა გულშემატკივარმა setantasports.com-ის პირდაპირ ეთერში იხილა.

UFC-ის ყველა ივენთის სრული ჩანაწერის და ცალკეული ბრძოლების ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი.

ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.

NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.

YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.

წელი მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ორთაბრძოლით დაიწყო – ქართველმა მანქანამ 18 იანვარს რუსი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ იბრძოლა და შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა. ჭიდაობის უმარლესი დონე, თეიქდაუნების ყველა დროის რეკორდი და საჩემპიონო ქამრის პირველი დაცვა სწორედ ამ ბრძოლაში ვიხილეთ.

უმარის დამარცხების შემდეგ, მსოფლიოს გარშემო MMA-ის გულშემატკივრები ფაქტობრივად შეთანხმდნენ, რომ მერაბი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია თავის წონაში, ყოველ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ დისკუსიაში მთავარ პერსონაჟად ყოფნას იმსახურებს.

თებერვალში ვიხილეთ ალექსანდრე თოფურიას დებიუტიც, რომელმაც ავსტრალიელი დაუმარცხებელი კოლბი სიქნესი თავისსავე ქვეყანაში დაამარცხა.

ქართველი გულშემატკივრისთვის ისედაც ცნობილი იყო ალექსანდრეს შესაძლებლობები, თუმცა MMA-ის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ‘ელ კონკისტადორმა’ დამაჯერებელი, მშვიდი ბრძოლა გვაჩვენა და თავის წონაში განაცხადი გააკეთა.

მარტში მეინ ივენთზე იბრძოლა ‘კვავკასიელმა’ რომან დოლიძემ, რომელმაც მარვინ ვეტორის წინააღმდეგ რევანში აიღო და იტალიელი 5-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

რომანი ვეტორისთან 2023 წელს დამარცხდა და მას შემდეგ არა ერთხელ მოითხოვა რევანში, საბოლოოდ დოლიძემ იტალიელთან ერთად ოქტაგონი 2025 წელს გაიზიარა.

რომანის და ვეტორის ბრძოლის შემდეგ 1 კვირაში გურამ ქუთათელაძემ კაუე ფერნანდესის წინააღმდეგ ჩაატარა ბრძოლა. ქართველი ვიკინგი ბრაზილიელის ქიქების წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა, გურამმა ფეხი მნიშვნელოვნად დაიზიანა საწყის რაუნდებში და შემდეგ ჩვეული ბრძლა ვეღარ გვაჩვენა.

საბოლოოდ ქუთათელაძე 3-რაუნდიან ბრძოლაში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და მოგვიანებით UFC-ის ორგანიზაციაც დატოვა.

აპრილში გიგა ჭიკაძემ დავიდ ონამას წინააღმდეგ თავისთვის წლის პირველი ბრძოლა აპრილში გამართა. ‘ქართველმა ნინძამ’ ბრძოლის წინ ჯერ წონა ვერ ჩააბარა, ხოლო კანზას სიტიში გამართულ ბრძოლაში უგანდელი მებრძოლის გრეპლინგის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და წელი მარცხით დაიწყო.

ივნისის თვე 2025 წელს ქართველი მებრძოლებისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოვიდა – UFC 316-ის მთავარ ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალის წინააღმდეგ მეორე ბრძოლა გამართა.

ნიუ ჯერსიში გამართულ ივენთზე ‘ქართველმა მანქანამ’ ქამარი მეორედ დაიცვა და ამერიკელი შონ ომალი შთამბეჭდავი საბმიშენით დაამარცხა. მერაბ დვალიშვილმა თავისი ისტორიის წერა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მოგვიანებით ნოემბერში გააგრძელა, სადაც ქამარი უკვე ახალ მეტოქესთან – კორი სენდჰეგენთან დაიცვა – ამაზე მოგვიანებით.

მეორე ქართული საჩემპიონო ორთაბრძოლა ივნისში ილია თოფურიას შესრულებით ვნახეთ – ეს განსაკუთრებით ისტორიული თარიღი იყო, რადგან ‘მატადორმა’ წონა შეიცვალა და მსუბუქი წონის ქამრისთვის ლეგენდარული ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ იბრძოლა.

ილია თოფურიამ მეორე წონის საჩემპიონო ქამარი შთამბეჭდავი ნოკაუტით მოიპოვა – მარჯვენა ჰუკით ბრაზილიელი ოლივეირა ნოკდაუნში ჩააგდო, ხოლო შემდეგ ბრძოლა გრაუნდ ენდ ფაუნდით დაასრულა.

ეს ილია თოფურიას ერთადერთი ბრძოლა იყო 2025 წელს – მატადორის თქმით ის ოქტაგონზე დაბრუნებას გაზაფხულისთვის აპირებს – ზუსტი თარიღი ცნობილი არაა, თუმცა უდავოა, რომ დანა უაითს სურს ქართველმა თეთრი სახლის ივენთზე იბრძოლოს.

2025 წლის აგვისტოში რომან დოლიძემ თავისი წლის მეორე – ბევრის აზრით ტიტულზე გამსვლელი ბრძოლა გამართა ენტონი ერნანდესის წინააღმდეგ, სადაც ქართველი ივენთის ჰედლაინერი იყო.

რომანს ერნანდესის წინააღმდეგ თავისი შანსები ჰქონდა საწყის რაუნდებში, თუმცა შემდეგ ‘კავკასიელს’ დაღლილობა შეეტყო და ერნანდესმა უფრო და უფრო უმატა ტემპს, საბოლოო ჯამში ბრაზილიელმა მებრძოლმა რომანი მეოთხე რაუნდსი, რეარ ნეიქედ ჩოუქით დაამარცხა.

ერთადერთი კონტენდერი, რომელიც მერაბს დასამარცხებელი ჰყადა თავის წონაში კორი სენდჰეგენი იყო და ოქტომბრის დასაწყისში ‘ქართველმა მანქანამ’ ქამრის მესამე დაცვის დროს ესეც მოახერხა.

სენდჰეგენის წინააღმდეგ მერაბი საწყის რაუნდებში ფინიშთან ახლოს იყო და მეტოქე ნოკდაუნშიც გაუშვა, თუმცა საბოლოოდ კორის დაფინიშება ვერ შეძლო და მოგება მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიპოვა.

ალექსანდრე თოფურიამ წლის მეოერე გამარჯვება ყაზახი სტრაიკერის – ბეკზატ ალმახანის წინააღმდეგ მოიპოვა – რითიც UFC-ში წლის საუკეთესო დებიუტანტებს შორის დამკვიდრდა.

‘ელ კონკისტადორმა’ როგორც დგომში, ისევე მიწაზე დომინანტური ბრძოლა გვაჩვენა და ბეკზატს შანსი არ დაუტოვა. დებიუტისგან განსხვავებით, ალექსანდრემ ამ ბრძოლაში ელიტარული სტრაიკინგი გვაჩვენა და ყაზახი მეტოქე თავისი მძიმე დარტყმით ნოკდაუნშიც გაუშვა. უდავოა, რომ 2025 წელს ჩატარებული ბრძოლებით ალექსანდრემ ახალ დონეზე გადაინაცვლა და ახლა უკვე მის წინააღმდეგ TOP-15-ის მეტოქეს უნდა ველოდეთ.

მერაბ დვალიშვილის ისტორიული სვლა UFC-ში 2025 წლის დეკემბერში დასრულდა – ქართველმა ერთ კალენდარულ წელში მეოთხე საჩემპიონო ბრძოლა პიოტრ იანის წინააღმეგ გამართა.

‘ქართველი მანქანა’ პირველი მებრძოლი გახდა UFC-ის ისტორიაში, რომელმაც ერთ კალენდარულ წელში ოთხ საჩემპიონო ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ამით მერაბმა წლის საუკეთესო მებრძოლის ჯილდოც დაიმსახურა.

პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში მერაბს წლის განმავლობაში დატვირთულობა დაეტყო – 5-რაუნდიან შეუპოვარ ბრძოლაში მერაბი იანის წინააღმდეგ მსაჯთა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დამარცხდა, რუსი მებრძოლი ფაქტობრივად თავის საუკეთესო ფორმაში იყო და ოქტაგონზე ყველაფერი გამოსდიოდა.

ეჭვგარეშეა, რომ ლეგენდარული მერაბ დვალიშვილი ქამრის დაბრუნების შანსს მიიღებს და ეს მხოლოდ დროის აბავია.

წლის ბოლო ქართული ბრძოლა UFC-ში გიგა ჭიკაძის მონაწილეობით ვიხილეთ. ‘ქართველი ნინძას’ მეტოქე არგენტინელი კევინ ვალიეხოსი იყო.

ჭიკაძე ურეიტინგო ვალიეხოსის წინააღმდეგ ბრძოლის აღებით გაკრვეულწილად რისკზე წავიდა, თუმცა ქართველს ორგანიზაციაში აქტიურობის შენარჩუნება სურდა.

ჭიკაძემ პირველი რაუნდი მშვენივრად დაიწყო და დგომში თავს კომფორტულად გრძნობდა, შორეული ქიქებით და შეტევებით რაუნდი ქართველმა მოიგო, თუმცა მეორე რაუნდში ვალიხოსისგან ბრმა დარტყმა გაატარა და ნოკაუტით დამარცხდა.

RKENA 1 – ახალი სიტყვა ქართულ MMA-ში

ქართველი MMA-ის გულშემატკივარი ბრწყინვალე სანახაობის მომსწრე გახდა სპორტის სასახლეში, სადაც ქართული საბრძოლო ორგანიზაციის – RKENA-ს პირველი ივენთი გაიმართა.

RKENA ახალი ქართული სპორტული ორგანიზაციაა, რომლის სულისჩამდგმელიც Setanta Sports-ია. რკენა ახალი პლატფორმაა ახალგაზრდა ქართველი მებრძოლებისთვის თავის გამოსაჩენად და ახალ დონეზე გადასასვლელად.

რკენაში ვიხილეთ ლეგენდარული მორაგბის, მერაბ შარიქაძის სადებიუტო ბრძოლა ახალ სპორტში – არენაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა შარიქაძის მოგება და ამასთან ახალგაზრდა ქართველი მებრძოლების ეფექტური გამარჯვებები იხილა.