ციციპასი სლემისთვის რბოლაში დაწინაურდა

ციციპასი

მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერი სტეფანოს ციციპასი AO-ს მესამე წრეში იასპარეზებს.

ბერძენმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში ადგილობრივთა ფავორიტს, რინკი ჰიჯიკატას დამაჯერებლად აჯობა (6:3, 6:0, 6:2).

21 წლის ჰიჯიკატა გათამაშებაში უაილდ ქარდით გამოდიოდა. დიდი სლემის მეორე წრეში მან პირველად მიიღო მონაწილეობა.

ციციპასი გამარჯვებით მოხარულია.

სტეფანოს ციციპასისთვის, რომელიც მელბურნში სამგზის ნახევარფინალისტია, სამი სეტის მოსაგებად საათნახევარი საკმარისი აღმოჩნდა. თავისი ძალისმიერი დარტყმებით 169-ე ნომერს არანაირი შანსი არ მისცა და ჯამში 30 უინერი შეუსრულა.

მატჩის შემდეგ კორტზე მიცემულ ინტერვიუში ციციპასი კმაყოფილი ჩანდა:

“თავს კარგად ვგრძნობდი. დარტყმები შესანიშნავად მიმდიოდა. მთელი მატჩის განმავლობაში საკუთარი თამაშით სიამოვნება მივიღე. როდ ლეივერ არენასთან დადებითი მოგონებები მაკავშირებს”.

დღევანდელ შეხვედრაში ბერძენისთვის ბექჰენდმაც წარმატებით იმუშავა. ამის წყალობით ჰიჯიკატას მნიშვნელოვან მომენტებში დააშვებინა შეცდომები და ხუთივე ბრეიქპოინტი გადაარჩინა.

სტეფანოსის მომდევნო ოპონენტი ნიდერლანდებიდან იქნება: ტალონ გრიკსპური ან ბოტიკ ვან დე ზანდშულპი.

ციციპასი დიდი სლემის სადებიუტო ტიტულის მოსაგებად რბოლაში აქტიურადაა ჩართული. თუ ის მელბურნში გაჩემპიონებას მოახერხებს, ტიტულის გარდა, მსოფლიო რეიტინგში პირველობასაც დაისაკუთრებს.

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე