სარჩევი
2023 მარ 17, 17:51 შშ
1 წუთის საკითხავი

ინდიან უელსზე მეოთხედფინალები ლოგიკურად დასრულდა. ალკარასმა და სინერმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

ალკარასმა კანადელი აუგერ-ალიასიმი ორ სეტში დაამარცხა, – 6:4; 6:4.

იანიკს სინერმა კი ამერიკელ ტეილორ ფრიცს 2:1 მოუგო. სეტები 6:4; 4:6; 6:4.

ალკარასი და სინერი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მეორე წყვილში მედვედევი და ტიაფოე ითამაშებენ.

ჩოგბურთის მომავალ ლეგენდებს ერთმანეთის პირისპირ ხუთჯერ აქვთ ნათამაშები. უპირატესობა ალკარასს აქვს – 3:2.

ნახევარფინალის ყურებას SetantaSport-სა და Setantasport.com-ზე შეგიძლიათ.

მარტის სიგიჟე და პრომოკოდი

setantasports.com-ზე მარტის სიგიჟეა. პრომოკოდის MAD2023-ის გამოყენების შემთხვევაში, 700-ზე მეტ ლაივ ტრანსლაციაზე სრულიად უფასოდ მიიღებთ წვდომას.