სერჯან ჯოკოვიჩმა შვილის ნახევარფინალს სახლიდან უყურა

სერჯან ჯოკოვიჩი

ავსტრალიის ღია პირველობის 9-გზის ჩემპიონის მამა სერჯან ჯოკოვიჩი თავისი შვილის ნახევარფინალურ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა.

საქმე ისაა, რომ სერჯან ჯოკოვიჩი მელბურნ პარკის ტერიტორიაზე რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერებთან ერთად შენიშნეს.

პრორუსული დაჯგუფება სტადიონის სივრცეში პოლიტიკურ აგიტაციას ეწევა: ისინი რუსეთის დროშებითა და პუტინის სურათებით გადაადგილდებიან.

სწორედ მათ გვერდით იმყოფებოდა სერჯან ჯოკოვიჩი. ის სურათებში ღიად პოზირებს აგიტატორთან, რომელსაც “Z” სიმბოლოიანი მაისური აცვია და აფრიალებს რუსეთის დროშას პუტინის გამოსახულებით.

სერჯან ჯოკოვიჩი აგიტატორებთან ერთად.
სერჯან ჯოკოვიჩი პრორუს აქტივისტებთან ერთად.

ავსტრალიაში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩის მთელი ოჯახი იმყოფება. ისინი ყველა მატჩს ესწრებიან. გამონაკლისი იყო ნახევარფინალი, რომელსაც მისი მამა არ დაესწრო.

სერჯან ჯოკოვიჩმა ეს ფაქტი იმით გაამართლა, რომ მას არ უნდა მედიაში ჩოგბურთის გარდა რაიმე სხვა კონტექსტში იყოს მოხსენიებული:

“აქ მხოლოდ ჩემი შვილის საგულშემატკივროდ ვიმყოფები. მე უბრალოდ ფანებთან ერთად სტადიონს გარეთ ნოვაკის გამარჯვებას ვზეიმობდი და მათთან ფოტოებს ვიღებდი. არ მინდოდა ამის ნაწილი გავმხდარიყავი.”

– სერჯან ჯოკოვიჩი.

როგორც ჩანს, ბატონ სერჯანს რუსეთის დროშა და პუტინის გამოსახულება მხედველობიდან გამოეპარა.

სერჯან ჯოკოვიჩი და დიანა ჯოკოვიჩი - ნოვაკის მშობლები.
სერჯან ჯოკოვიჩი და დიანა ჯოკოვიჩი – ნოვაკის მშობლები.

ტურნირის ორგანიზატორების მიმართ ასევე ისმოდა კრიტიკა იმის თაობაზე, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფენ პრორუსი აქტივისტების კონტროლს.

აქტივისტები მუდმივად გადაადგილდებიან რუსეთის დროშებით, მღერიან პუტინზე და გულშემატკივრებში პრორუსულ განწყობას ავრცელებენ.

Tennis Australia ამ ამბავს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. მათი თქმით, გრძელდება მუშაობა იმაზე, რომ სტადიონის ტერიტორიაზე მსგავს შემთხვევებს ადგილი არ ჰქონდეს:

“ფანების უსაფრთხოების მიზნით, ვაგრძელებთ კონტროლს რუსეთისა და ბელარუსის დროშების აკრძალვის გარშემო. ჩვენ ასევე ვთხოვეთ ყველა ჩოგბურთელსა და მათი გუნდის წევრებს, ნუ შეუერთდებიან რაიმე სახის აქტივიზმს, რომელიც შეიძლება რეპუტაციის შელახვასა და კონფლიქტის გაღვივებას იწვევდეს. Tennis Australia მხარს უჭერს მშვიდობას და უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას.”

– Tennis Australia.
ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე