სარჩევი
melbourne

მელბურნში, ავსტრალიის ღია პირველობაზე, გადაჭარბებული სიცხის გამო მატჩები სამი საათის განმავლობაში გაჩერებული იყო.

მაშინ, როცა ტემპერატურამ მელბურნში 35 გრადუსს მიაღწია, ტურნირის ორგანიზატორებმა თამაშების დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ადგილობრივი დროით 14:15 საათზე მოხდა.

AO-ს განცხადება.
AO-ს განცხადება.

შეხვედრები მხოლოდ სამ მთავარ კორტზე გაგრძელდა, სადაც სტადიონის გადახურვის სისტემა მუშაობს.

მატჩების შეჩერება სხვადასხვა კრიტერიუმით განისაზღვრება: მზის სიძლიერე, ჰაერის ტემპერატურა ჩრდილში, ტენიანობა, ქარის სიძლიერე – ყველა ამ მაჩვენებელმა დღეს მელბურნში უმაღლეს წერტილს მიაღწია.

სანამ მატჩები შეწყდებოდა, ჩოგბურთელებს უფლება მიეცათ პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური უფლებით ესარგებლათ და შესვენებაზე ცივი შხაპი მიეღოთ.

ასევე, გეიმებს შორის შესვენებების დროს მოთამაშეები მუდმივად იყენებდნენ ყინულიან პირსახოცებს.

სათამაშო დღე 17:00 საათზე განახლდა. ორგანიზატორთა განცხადებით, კონდიციების შემოწმება გაგრძელდება.

ანეტ კონტავიტს სულ ორი გეიმი ჰქონდა ნათამაშები, როცა კორტის დატოვებამ მოუწია.