ჯოკოვიჩს მელბურნში მხურვალედ დახვდნენ

ჯოკოვიჩი

მელბურნში, როდ ლეივერ არენაზე, ავსტრალიის ღია პირველობის 9-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ადგილობრივი ქომაგებისგან გულთბილი დახვედრა მიიღო.

დიდი სლემის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ადელაიდის გათამაშების მოგების შემდეგ ნოვაკმა მცირე პაუზის აღება და მომზადების გაგრძელება გადაწყვიტა.

სამზადისის ფარგლებში ჯოკოვიჩმა საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მასი ოპონენტი კორტზე ნიკ კირიოსი იყო.

ნოვაკმა და ნიკმა მაყურებლის გახალისებაზე აქტიურად იზრუნეს. მატჩი შოუს ელემენტებით იყო გაჯერებული: ჯოკოვიჩის ცეკვა, კირიოსის რეპლიკები და ა.შ.

ამხანაგური მატჩი საბოლოოდ კირიოსის გამარჯვებით დასრულდა.

მატჩის შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა გულშემატკივრებს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა:

“ეს ის კორტი და სტადიონია, რომელსაც ჩემი საჩოგბურთო კარიერის ყველაზე მთავარი მოგონებები უკავშირდება”.

“დიდი სლემის პირველი ტიტული სწორედ აქ, 2008 წელს მოვიგე. მას შემდეგ 15 წელი გავიდა. დღეს კი ისევ აქ ვარ. ვთამაშობ უმაღლეს დონეზე. ყველას მადლიერი ვარ“.

ჯოკოვიჩი და კირიოსი მატჩის შემდეგ.
ჯოკოვიჩი და კირიოსი მელბურნში მატჩის შემდეგ.

ეს ორი ჩოგბურთელი ბოლოს ერთმანეთს გასული წლის უიმბლდონის ფინალში დაუპირისპირდა.

სერბმა იქ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და კარიერაში სლემის 21-ე ტიტულს დაეუფლა.

ავსტრალიური სლემი 16 იანვარს აიღებს სტარტს და 29 იანვარს დასრულდება.

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე