ჯოკოვიჩის 43-ე ბეიგელი დიდ სლემებზე

ჯოკოვიჩი

ავსტრალიის ღია პირველობის 9-გზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩოგბურთის გულშემატკივრების აღფრთოვანებას განაგრძობს.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2023 წლის პირველი დიდი სლემი ჩვეული შემართებით გახსნა.

პირველ რაუნდში მან ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა დამაჯერებლად, სამ სეტში დაამარცხა (6:3, 6:4, 6:0).

მესამე პარტიაში ნოლემ თავისი ისედაც დომინანტური თამაში კიდევ უფრო ბრუტალური გახადა. მთელი სეტის განმავლობაში მან მეტოქეს მხოლოდ ოთხი ქულა დაუთმო. საბოლოოდ კი სეტი 6:0-ზე დახურა.

ეს დიდ სლემებზე ნოვაკის კარიერაში 43-ე მოგებული “ბეიგელი” აღმოჩნდა. მის წინ მხოლოდ ორი ჩოგბურთელი რჩება.

დიდი სლემების ისტორიაში ყველაზე მეტი “ბეიგელი” ანდრე აგასის აქვს მოგებული (50). მეორე ადგილს კი ამ სტატისტიკაში რაფაელ ნადალი იკავებს (44).

ამას გარდა, ჯოკოვიჩის გამარჯვებების სერია სლემების პირველ რაუნდებში 64-მდე გაიზარდა. აქ მასზე წინ მხოლოდ როჯერ ფედერერია (65).

ჯოკოვიჩი კარბალეს ბაენასთან მატჩის შემდეგ.
ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე