სარჩევი
ჯოკოვიჩი
2023 იან 04, 14:06 შშ
2 წუთის საკითხავი

ორწლიანი პაუზის შემდეგ სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში შთამბეჭდავად ბრუნდება.

ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის გამარჯვება უცხო არ არის, თუმცა ავსტრალიურ მიწაზე ის განსაკუთრებით ლეტალური ხდება.

სამშაბათს, ადელაიდის 250-ქულიანი ტურნირის პირველ წრეში, კონსტანტ ლესტიენთან მოპოვებული გამარჯვებით მისი მოგებათა სერია ავსტრალიურ ტურნირებზე 30-მდე გაიზარდა.

2018 წლის ავსტრალიური სლემის მეოთხე წრეში, ნოლემ სამხრეთ კორეელ ჰეიონ ჩანგთან წააგო. მას შემდეგ ის ავსტრალიაში დაუმარცხებელია.

ნოვაკის თვალისმომჭრელი სტატისტიკა ამით არ იწურება: მას ასევე ავსტრალიაში ჩატარებული ბოლო 50 მატჩიდან 48, ხოლო ბოლო 76-დან 73 აქვს მოგებული.

ბუნებრივია, ჯოკოვიჩს თავისი ავსტრალიური წარმატების საიდუმლოს გასაღების შესახებ ჰკითხეს:

“თუ წარმატების კუთხით რომელიმე ერთი ქვეყანა უნდა ამოვირჩიო, ეს ავსტრალია იქნება. სწორედ აქ მოვიგე ჩემი პირველი სლემი, მქონდა არაერთი ეპიკური მატჩი. მაგალითისთვის, დაუვიწყარი ფინალი 2012-ში ნადალთან. ჩოგბურთის მხრივ, ავსტრალია ყოველთვის გამორჩეულად კარგად მეპყრობოდა. აქ ჩამოსვლას და გულშემატკივრებთან შეხვედრას ყოველთვის მოუთმენლად ველი”,

– ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ჯოკოვიჩის მოგება-წაგებათა ბალანსი ავსტრალიაში 2011 წლის შემდეგ:

  • 7:0 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2011 წელი ;
  • 7:0 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2012 წელი ;
  • 7:0 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2013 წელი ;
  • 4:1 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2014 წელი (წააგო ვავრინკასთან 1/4 ფინალში) ;
  • 7:0 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2015 წელი ;
  • 7:0 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2016 წელი ;
  • 1:1 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2017 წელი (წააგო დენის ისტომინთან მე-2 წრეში) ;
  • 3:1 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2018 წელი (წააგო ჰეიონ ჩანგთან მე-4 წრეში) ;
  • 7:0 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2019 წელი ;
  • 6:0 – ATP თასი, 2020 წელი ;
  • 7:0 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2020 წელი ;
  • 2:0 – ATP თასი, 2021 წელი ;
  • 7:0 – ავსტრალიის ღია პირველობა, 2021 წელი ;
  • 1:0 (ჯერჯერობით) – ადელაიდი, 2022 წელი.