ციციპასი სლემის ფინალში მეორედ ითამაშებს

ციციპასი

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში 24 წლის სტეფანოს ციციპასი მიიღებს მონაწილეობას.

ბერძენმა ჩოგბურთელმა AO-ს ნახევარფინალში კარენ ხაჩანოვს ოთხ სეტში მოუგო 7-6(2), 6-4, 6-7(6), 6-3.

მატჩის უდიდესი ნაწილი სტეფანოსის უპირატესობით მიმდინარეობდა. ის ოპონენტს მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფებდა. შეხვედრა სამ საათსა და 21 წუთს გაგრძელდა.

ციციპასმა მეტოქეს თავისი ცეცხლოვანი თამაში შესთავაზა. მეორე სეტში ბერძენმა ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გათამაშება მოიგო:

ციციპასმა ხაჩანოვი უკვე მეექვსედ დაამარცხა და ურთიერთშეხვედრებში 100%-იანი მაჩვენებელი შეინარჩუნა.

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში სტეფანოსი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. გარდა სადებიუტო სლემისა, სასწორზე მსოფლიო რეიტინგის პირველობა დევს.

დიდი სლემის ფინალში გასვლით ბერძენი მოხარულია:

“ეს არის ისეთი მომენტი, რისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძვი. ასეთ ფინალებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის დიდი სლემის ფინალი და ბრძოლა პირველი ადგილისთვის”.

“ეს არის ის, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობ. მიზანთან ძალიან ახლოს ვარ. მიხარია, რომ სლემის პირველად მოგების საშუალება სწორედ ავსტრალიაში მექნება”, – თქვა ციციპასმა.

ავსტრალიური სლემის ფინალი 29 იანვარს შედგება.

ციციპასი vs ჯოკოვიჩი
ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე