კასპერ რუდის ბენეფისი რუბლიოვთან

კასპერ რუდი

2022 წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს კასპერ რუდი და ანდრეი რუბლევი დაუპირისპირდნენ.

ურთიერთშეხვედრებში ცალსახა ლიდერობა რუსი ჩოგბურთელის მხარეს იყო. ნორვეგიელს ამ მეტოქესთან აქამდე ერთადერთი გამარჯვება, შარშანდელ ტურის ფინალებზე ჰქონდა მოპოვებული, დანარჩენი ხუთი შემთხვევიდან კი ხუთივეში მარცხი განიცადა.

წლევანდელ შემაჯამებელზე ორივე ამ ჩოგბურთელმა ჯგუფური ეტაპი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, შესაბამისად გულშემატკივარი მჭიდრო და დაძაბულ სცენარს ელოდა, თუმცა მოვლენები არც თუ ისე მოსალოდნელი გზით განვითარდა.

სტარტზე მოთამაშეებმა ორ-ორი გეიმი მშვიდ ვითარებაში გაცვალეს. თუმცა, ამის შემდეგ, რუბლევის თამაშში აშკარა ჩავარდნა დაიწყო. საერთოდ აღარ მუშაობდა ჩაწოდება და მომრავლდა უნებლიე შეცდომები.

თავის მხრივ, თითქმის უნაკლოდ მოქმედებდა კასპერ რუდი, რომელმაც თავისი უძლიერესი ფორჰენდისა და ბექჰენდის წყალობით რუბლევს სათამაშო სივრცეები მაქსიმალურად შეუზღუდა.

რუდმა პირველი სეტი ორი ბრეიკის წყალობით, 6-2-ზე დახურა. მეორე პარტია კვლავ რუბლევისთვის არასასურველი სიუჟეტით გაგრძელდა. ნორვეგიელმა ზედიზედ რვა გეიმის აღება შეძლო. 5-2-ზე მან მატჩზე ჩაწოდების უფლებაც მიიღო, თუმცა ანდრეისგან ზეწოლა გაიზარდა, შეასრულა ერთი უკუბრეიკი და გაბრძოლება სცადა.

ეს ყველაფერი მაინც დაგვიანებული აღმოჩნდა. რუდს ამ შეხვედრის მოგება უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და მატჩზე მეორე ჩაწოდება აღარ გაანიავა.

საბოლოოდ, 6:2, 6:4. ანდრეი რუბლევის დებიუტი შემაჯამებელზე კრახით დასრულდა. კასპერ რუდმა კი მეორე მცდელობით მოახერხა ფინალის საგზური მოეპოვებინა.

კვირას, 20 ნოემბერს, ნორვეგიელი ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება, რომელიც მეექვსე ტიტულის მოგებას და დაუმარცხებელ ჩემპიონობას უმიზნებს.

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე