BREAK POINT: ნეთფლიქსის სერიალი ჩოგბურთზე

ბრეიქ პოინტი.

როგორც 2022 წლის სტარტზე სატელევიზიო შოუების გიგანტმა კომპანია “ნეთფლიქსმა” დააანონსა, ერთი წლის თავზე მაყურებელი ახალ დოკუმენტურ სერიალს იხილავდა.

სერიალი სახელწოდებით “ბრეიქ პოინტი” მთლიანად ჩოგბურთის გარშემოა აგებული. მთელი წლის განმავლობაში პროდიუსერები ჩოგბურთელებთან ერთად მოგზაურობდნენ და ექსკლუზიური მასალებიც შეაგროვეს.

“ნეთფლიქსმა” რამდენიმე წლის წინ მსგავსი ტიპის დოკუმენტური ფორმულა 1-ის შესახებ გადაიღო, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჩოგბურთის დოკუმენტურზეც სწორედ “Drive To Survive F1”-ის გუნდი მუშაობდა.

“ბრეიქ პოინტი” ორ ნაწილად გამოვა: 13 იანვარს პირველი ხუთი ეპიზოდი იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც მოიცავს 2022 წლის სეზონის დასაწყისიდან როლან გაროსის ჩათვლით პერიოდს. მეორე ნაწილს მაყურებელი უკვე ივნისში იხილავს.

ჩოგბურთის გულშემატკივარი სერიალში თითქმის ყველა ვარსკვლავს შეხვდება. თრეილერში უკვე გამოჩნდნენ ნიკ კირიოსი, მატეო ბერეტინი, სტეფანოს ციციპასი, პაულა ბადოსა, იგა შვიონტეკი.

ასევე, იქნება ინტერვიუები მარია შარაპოვასთან, ტონი ნადალთან და პატრიკ მურატოღლუსთან.

იხილეთ “ბრეიქ პოინტი” თრეილერი:

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე