ბერეტინი ოპტიმიზმის შენარჩუნებას ცდილობს

მატეო ბერეტინი

26 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა განვლილი 2022 წლისა და მომავალი 2023 წლის სეზონების შესახებ ისაუბრა.

ბერეტინიმ სეზონის ბოლო მატჩი დევისის თასის ნახევარფინალში, ფაბიო ფონინისთან ერთად წყვილში ჩაატარა. იტალიური დუეტი კანადელებთან ორ სეტში დამარცხდა.

წლევანდელი სეზონის სტარტზე მატეო რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებდა, თუმცა მისთვის ეს კოშმარული წელი გამოდგა. იტალიელმა პრაქტიკულად მთელი წელი ტრავმებთან და კოვიდთან ბრძოლაში გაატარა.

ბერეტინი მხრის ოპერაციის შემდეგ.

მიუხედავად ამისა, ახალი სეზონის დაწყებას მატეო ბერეტინი სრულიად განსხვავებული გზით გეგმავს:

„2022 წლის სეზონის შეჯამება მარტივი არ არის. მთელი იმ სირთულეების გათვალისწინებით, რომლებიც გამოვიარე, ვერ ვიტყოდი, რომ ცუდი სეზონი იყო. ჩავიტარე ოპერაცია ხელზე, გავაგრძელე თამაში, შემდეგ დამემართა კოვიდი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის მიმდინარეობის დროს (უიმბლდონზე)“.

„ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ოპტიმიზმი შევინარჩუნო. ფსიქოლოგიურად ძალიან რთულია იმასთან შეგუება, რომ წარმატებული 2021 წლის შემდეგ ამდენი პრობლემა გექმნება და სათანადო დონეზე თავის წარმოჩენას ვერ ახერხებ. დევისის თასზე კანადასთან თამაშზე გული არ მწყდება, რადგან გუნდმა ჩათვალა, რომ ასე უმჯობესი იქნებოდა. კარგი იქნებოდა მე და ფაბიოს ეს მატჩი მოგვეგო, მაგრამ ვამაყობ ჩვენი ბრძოლით“,

– მატეო ბერეტინი.

ბერეტინის 2023 წლის დასაწყისშივე დიდი ამოცანა ელოდება: მას ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალი აქვს გასამეორებელი.

ავტორის შესახებ

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე