სარჩევი
ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირს იწყებს | Setanta Sports
2023 თებ 06, 19:38 შშ
4 წუთის საკითხავი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირზე გამოსვლას იწყებს. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე კონსტან ლესტიენია. ბასილაშვილი-ლესტიენის მატჩს Setanta Sports-ისა და setantasports.com-ის მაყურებელი პირდაპირ ეთერში ნახავს.

ბასილაშვილი vs ლესტიენი ურთიერთშეხვედრები

წყვილი ისტორიაში მესამედ შეხვდება.

2015 წელს მერსინში, თურქეთში ლესტიენმა დამაჯერებლად 2:0 გაიმარჯვა. თიხის საფარზე ფრანგმა ერთ საათში, 6-3, 6-3 მოიგო.

2016 წელს წყვილის მატჩი მეცის ტურნირზე იყო დაგეგმილი, თუმცა მატჩი არ შედგა. ბასილაშვილმა მაშინ უბრძოლველად მოიგო.

ბასილაშვილი vs ლესტიენი – რეიტინგი და ფორმა

ბასილაშვილი მატჩს 87-ე ნომრად ხვდება. ეს ბუნებრივიცაა, ქართველს ბოლო 18 მატჩში 4 მოგება და 14 მარცხი აქვს. ნიკა შეხვედრას მიჯრით წაგებული 4 თამაშით ხვდება.

ATP რეიტინგში 48-ეა ლესტიენი. 30 წლის ფრანგს ამჟამად კარიერული მაჩვენებელი აქვს. ლესტიენს ბოლო 6 შეხვედრიდან 4 მოგებული აქვს.

სად და როგორ ვუყუროთ ბასილაშვილი vs ლესტიენის შეხვედრას

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი Setanta Sports 2-სა და setantasports.com-ზე იქნება. მატჩის წინასწარი დრო, თბილისის დროით 23:30 წუთია. თუმცა სხვა მატჩების გამო შესაძლოა დაწყების დრო მცირედით შეიცვალოს.

ქართულენოვან რეპორტაჟს მაყურებელი სანდრო ქავთარაძის კომენტირებით ნახავს.