აშშ United Cup-ის ჩემპიონია

ტეილორ ფრიცი

United Cup-ის სადებიუტო ტურნირზე პირველი გამარჯვება ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დარჩა.

სიდნეიში, კენ როზუოლ არენაზე, United Cup-ის ფინალურ წყვილში, ერთმანეთის წინააღმდეგ ამერიკისა და იტალიის ნაკრებები წარდგნენ.

სერიის პირველ შეხვედრაში ჯესიკა პეგულამ მარტინა ტრევისანი დამაჯერებლად დაამარცხა, ლორენცო მუზეტი კი ფრენსის ტიაფოსთან მატჩიდან პირველი სეტის წაგების შემდეგ მოეხსნა.

შესაბამისად, ტეილორ ფრიცის გამარჯვება მატეო ბერეტინის წინააღმდეგ ორ-ტაიბრეიკიან, მჭიდრო ორთაბრძოლაში, გადამწყვეტი აღმოჩნდა. აშშ სერიაში 3-0 დაწინაურდა და დარჩენილ ორ შეხვედრას საჩემპიონო ინტრიგა დაეკარგა.

აშშ United Cup-ის ჩემპიონია.
აშშ United Cup-ის ჩემპიონია.

“ეს დიდებულია. ამ ტურნირის მოგება ჩვენი ნაკრებისთვის დიდ მნიშვნელობას ატარებს. აქ სათამაშოდ დიდი მოლოდინებით ჩამოვედით. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩემი გამარჯვება აღმოჩნდა ჩემპიონობის მომტანი”,

– თქვა ფრიცმა ბერეტინის დამარცხების შემდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები მთელი ორი კვირის განმავლობაში დომინირებდა. ხუთრაუნდიან სერიაში მათ ორი მატჩი არცერთ ნაკრებთან არ დაუთმიათ.

ტეილორ ფრიცი კი ტურნირზე უდაოდ საუკეთესო იყო. მან გზად Top 10-ის ორ წევრს, კასპერ რუდსა და ჰუბერტ ჰურკაჩს მოუგო.

ფინალში ბერეტინისთან ცხრა ბრეიქპოინტი გაუშვა ხელიდან, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ტაიბრეიკებზე სოლიდური პერფორმანსი ეჩვენებინა.

United Cup-ი მედისონ ქიზისა და ლუჩია ბრონძეტის ფორმალური შეხვედრით დასრულდა. ქიზს არც აქ შექმნია პრობლემები და ამერიკელთა ლიდერობა ფინალურ სერიაში კიდევ უფრო კომფორტული გახადა. მედისონმა ტურნირზე ხუთიდან ხუთივე მატჩი მოიგო.

“როცა გამარჯვების შემდეგ ყველა შენკენ გამორბის მოსალოცად, ეს შესანიშნავი განცდაა. არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ტიაფომ ამ მომენტში თავი ჩამარტყა”,

– თქვა ფრიცმა.

აშშ-ს ნაკრებს ამ ტურნირზე საერთო ჯამში 22 გამარჯვება დაუგროვდა. დათმეს მხოლოდ ორი შეხვედრა.

გაერთიანებული თასი 29 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მამაკაცთა და ქალთა ტურნირის გაერთიანების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ATP Cup-ის პირველმა სამმა გამოშვებამ გაამართლა.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ 2022 წლის საჩოგბურთო სეზონის შეჯამება:

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე