AO: კოვიდიანი ჩოგბურთელი თამაშს შეძლებს

ავსტრალიან ოუფენი

შარშანდელი წლის შემდეგ ავსტრალიის მთავრობა კოვიდთან დაკავშირებულ პროტოკოლს რადიკალურად ცვლის.

როგორც ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორები ოფიციალურად ადასტურებენ, წლევანდელი გამოშვება კოვიდ შეზღუდვებისგან მთლიანად თავისუფალი იქნება.

ჩოგბურთელებს არ ექნებათ ტესტების ჩატარების ვალდებულება. ასევე, კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, ტურნირზე ასპარეზობის გაგრძელების უფლება მიეცემათ.

კოვიდიანი ჯოკოვიჩი ტოვებს სასტუმროს დეპორტაციის შემდეგ, 2022.
კოვიდიანი ჯოკოვიჩი ტოვებს სასტუმროს დეპორტაციის შემდეგ, 2022.

Tennis Australia-ს დირექტორის კრეგ ტაილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივ მოთხოვნილებებთან სრულ თანხვედრაშია. ოქტომბერში ვიქტორიის შტატში იზოლაციის წესები უკვე მთლიანად მოიხსნა.

ტაილიმ კრიკეტის მაგალითი მოიშველია, სადაც კოვიდიანი მოთამაშეები ტურნირებზე მონაწილეობას ჩვეულებრივ აგრძელებენ. მისი თქმით, სწორედ ასე გამოიყურება პოსტ კოვიდ ახალი რეალობა.

“მოთამაშეებსა და ჩვენს სტაფს ნათლად ავუხსენით, რომ თუ თავს შეუძლოდ იგრძნობენ, დარჩნენ სახლში. პოტენციურად შესაძლოა გვყავდეს მოთამაშე, რომელიც კოვიდით იასპარეზებს.”

“ტურნირზე შესაბამისი გარემო იქნება შექმნილი. ჩვენი სამედიცინო გუნდი მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს და სიტუაციას გააკონტროლებს. ამ მხრივ წინ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ”, – თქვა კრეგ ტაილიმ.

შეგახსენებთ, ერთი წლის წინ ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან სწორედ კოვიდ პასპორტთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო გააძევეს. მას ვაქცინა კვლავ არ აქვს გაკეთებული, თუმცა წელს ქვეყანაში შესვლის ნებართვა მისცეს, სადაც ის კარიერაში მეათე ავსტრალიური სლემის მოგებას დაუმიზნებს.

ავსტრალიელი ჩოგბურთელი ალექს დე მინორი კოვიდ შეზღუდვების მოხსნას და ძველებური სიტუაციის დაბრუნებას მხარს უჭერს:

“ჩვენ, როგორც ჩოგბურთელებმა და ადამიანებმა, ბოლო წლებში მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. ყველანი მოუთმენლად ველით ასპარეზობის გაგრძელებას, თავისუფლად გადაადგილებას. სასიამოვნოა პრე-კოვიდ მდგომარეობის დაბრუნება”.

ავსტრალიის ღია პირველობა 16 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე