ბორის ბეკერმა საპატიმრო დატოვა

ბორის ბეკერი.

დიდი ბრიტანეთის ციხეში მოხდილი რვათვიანი სასჯელის შემდეგ ლეგენდარული ჩოგბურთელი თავისუფალია.

55 წლის გერმანელი ფინანსურ თაღლითობაში თავის დანაშაულს აღიარებს. გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, მან ყალბი ბანკროტი გამოაცხადა.

გათავისუფლების შემდეგ ბორის ბეკერმა Sat.1 TV-ის ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც საპატიმროში მიღებულ “მწარე” გამოცდილებაზე ისაუბრა.

ციხე ჩემთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა

ბორის ბეკერი.
ბორის ბეკერი.

როგორც თავად იხსენებს, ციხეში მძიმე პერიოდი გამოიარა. მისი ყოველდღიური ცხოვრება მოიცავდა შიმშილსა და უკიდურეს შიშს. ინტერვიუს დროს ბეკერი რამდენჯერმე აცრემლიანდა:

“ციხეში შენ არავინ ხარ. აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენ. უბრალოდ რიცხვი ხარ. მე ვიყავი A2923EV”, – ამბობს გერმანელი.

ბეკერის თქმით, ციხეში ყოფნის დროს მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ რამდენჯერმე მოექცა. ერთ-ერთი პატიმარი მას თავს დაესხა და მისი მოკვლა სცადა, სანამ საქმეში სხვა პატიმრები ჩაერეოდნენ.

“ციხე ჩემთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა. იქ საფიქრელად ბევრი დრო გეძლევა. იხსენებ განვლილ წლებს, დაშვებულ შეცდომებს. მე ბევრი რამ შემეშალა და არასწორი ხალხი მყავდა გვერდით”.

უიმბლდონის სამგზის ჩემპიონი 2012 წლიდან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. ლონდონის სასამართლომ მას ორწლინახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სასჯელი მხოლოდ რვა თვით მოიხადა.

გათავისუფლების შემდეგ ბეკერი პირდაპირ გერმანიაში დაბრუნდა. მაგრამ სავარაუდოდ დიდხანს გაჩერებას არც იქ არ აპირებს:

“ალბათ მაიამიში წავალ… დუბაიც არ არის ცუდი ვარიანტი”, – ამბობს ბეკერი.

ავტორის შესახებ

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე