ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ქართველმა მატადორმა მაქს ჰოლოუეი აბუ დაბიში დაამარცხა.
ქართველმა მატადორმა მაქს ჰოლოუეი, მეტსახელად დალოცვილი, მე-3 რაუნდში დააფინიშა.
“ილიასთან გალიაში თუ შეხვედი, მორჩა! დალოცვილი აღარ ხარ!” – იყო ლადო ნაცვლიშვილის სიტყვები.
თოფურიამ ჰოლოუეის 1-ლი და მე-2 რაუნდებშიც აჯობა. თუმცა სათქმელია ისიც, რომ ჰოლოუეიმაც რამდენიმე შედეგიანი დარტყმა გაატარა.
setantasports.com-ის მაყურებელს მკაფიოდ ესმოდა ბრძოლისას, ალექსანდრე თოფურიას, ილიას ძმის შეგონებები და შეძახილები.
საგულისხმოა, რომ აბუ დაბიში დარბაზიც ქართული იყო.
ადგილზე მუშაობს Setanta Sports-ის გუნდიც. შესაბამისად, ყველა სახის განახლებას ამ სტატიასა და Facebook-ზე Fight Night Georgia-ს გვერდზე იხილავს.