სარჩევი
Touch.Point-Ketevan-Tsaava | Setanta Sports

უკვე სამი წელია, Setanta Sports-ის გლობალური გაყიდვების მიმართულებას ქეთევან ცაავა ხელმძღვანელობს და ამ დროის განმავლობაში, გუნდთან ერთად, არაერთი წარამტებული პროექტი და შეთანხმება დახურა.

სპორტში ბიზნესის როლზე, სარეკლამო განთავსებებისა თუ გაყიდვების მიმართულებაზე ქეთო Touch.Point-ის სტუმრებს, ინტერაქციულ რეჟიმში გაესაუბრება და საკუთარი გამოცდილების შესახებ მოუყვება.

საერთაშორისო ფესტივალ Touch.Point-ს საქართველოს დედაქალაქი მეორედ, 14 ივნისს უმასპინძლებს. სიტყვით გამოსვლამდე, ქეთო ფესტივალის ფორამტისა და სასაუბრო თემების შესახებ თავად გვიყვება:

“მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ვიყო Touch.Point-ის ერთ-ერთი მონაწილე. ფესტივალის ფორმატის და სპიკერების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ამ სივრცეს ძალიან მრავალმხრივი და საინტერესო გამოცდილება მოაქვს.

ჩვენი კომპანიისა და ჩემი საქმიანობის გათვალისწინებით, ვეცდები გამოსვლა და აუდიტორიასთან ინტერაქცია მაქსიმალურად სასარგებლო და დასამახსოვრებელი იყოს.

Touch.Point-ის ერთი-ერთი პარტნიორი Setanta Sports-ია და ქეთოს ამ თანამშრომლობაზეც ვესაუბრეთ, თუმცა მანამდე, ფესტივალის სპიკერი მისი და კომპანიის გზების გადაკვეთასა და ყოველდღიურობაზე გვიყვება.

ვერასდროს წარმოვიგენდი, რომ შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის მატჩებს დაველოდებოდი და შედეგები ან კონკრეტული გუნდების და ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გამიჩნდებოდა.

არც ის წარმომედგინა, რომ დასვენების თუ სამუშაო გრაფიკის მორგება მთლიანად სპორტულ ღონისძიებებზე მომიწევდა. რაც ვიცოდი, ის იყო რომ Setanta Sports-ში მოხვედრის შემდეგ, ძალიან მრავალფეროვანი ყოველდღიურობა და დიდ ბრენდებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მომეცემოდა, რაც ასეც მოხდა.

ქეთევან ცაავა Touch.Point ფესტივალზე | Setanta Sports

Setanta Sports-ის ხელწერა

მუდმივად ძიებაში ვართ და ეს გვაძლევს შესაძლებლობას ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ. სპორტზე მუშაობას გამოწვევები უხდება და ჩვენც ყოველდღიურობაში ხშირად ვაწყდებით ამბებს, რომელის გადალახვასაც ენთუზიაზმი და შეუპოვრობა სჭირდება. ვფიქრობ ეს მახასიათებლები დროთა განმავლობაში კომპანიის იდენტობის ნაწილადაც იქცა.

რა არის მთავარი

ყველა გამოწვევის გადალახვის თუ მოტივაციის მთავარი მამოძრავებელი გუნდური მუშაობაა.

შენც, და Setanta Sports-ში მყოფი თანამშრომლების უმეტესობამაც მთავარ საქმიანობად ის აქციეთ, რაც ყველაზე მეტად გიყვართ, რის კეთებაზეც ოცნებობდით და პრაქტიკაში, ასეთი გარემო, სადაც ინსპირაციას ადამიანები გაძლევენ იშვიათობაა, სპორტის ძალა ამითაც მარტივად ჩანს.

თუმცა სპორტთან ერთად, Setanta Sports-მა გზა არაერთი მიმართულებით გახსნა და Netflix-თან დაწყებული თანამშრომლობაც ამის ნათელი მაგალითია. ყოველდღიური გუნდური მუშაობა, იდეების გაზიარება და ერთი შეხედვით, კავშირში არ მყოფი ამბების სწორად დაკავშირება გვაძლევს ისეთ ახალ და ინსპირაციულ შესაძლებლობებს, როგორიც ეს კოლაბორაციაა.

Touch.Point-ის შესახებ

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პლატფორმაზე გამოსვლა მაძლევს შესაძლებლობას ადამიანებს მოვუყვე კონტენტისა და კომერციული მიმართულების თანაკვეთაზე, მომხმარებლების ქცევაზე და მის ცვლილებაზე, რომელსაც სპორტსმენების გადაწყვეტილებები განსაზღვრავს და იმ უზარმაზად საინფორმაციო ბაზაზე, რომელსაც ლაივ რეპორტაჟების, მიმოხილვებისა თუ სოცმედაიში მომხმარებლების ინტერაქციის საფუძველზე ვიღებთ.

მოკლედ, 14 ივნისს Touch.Point-ზე შევხვდებით და დანარჩენს იქ მოგიყვებით.

რა არის Touch.Point

Touch.Point-ის მთავარი მიზანი საქართველოსა და კავკასიის მთელ რეგიონში მარკეტინგის, კომუნიკაციის და კრეატიული ინდუსტრიის სფეროებში მომუშავე პროფესიონალების ტექნოლოგიებთან მეტად დაახლოვებაა.

ასევე მარკეტინგული ხელსაწყოების სწორი და ეფექტური გამოყენების ზრდა და დარგის პროფესიონალებისთვის, ადგილობრივ თუ გლობალურ ბაზარზე, ახალი კოლაბორაციების შესაძლებლობების შექმნაა.

რას ნახავთ Touch.Point ფესტივალზე

ღონისძიება გააერთიანებს ქინოუთ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორქშოფ სესიებს, Q&A სესიებს და სხვა. სპიკერებს შორის არიან მარკეტინგის და კომუნიკაციის წამყვანი სპეციალისტები კომპანიებიდან როგორიცაა: Spotify, Meta, Google, Volvo Car, CopysightAI, Smartly.io, Martech Institute და ბევრი სხვა.

Პროგრამის ჰედლაინერები:

  • Louisa Ferguson – Global Head of Marketing, Spotify
  • Dot Lung – Mother of Social Dragons,
  • Ziv Meieri – Creative Lead, Google
  • Timmy Ghiarau – Innovation Lead, VR and XR, VOLVO Cars
  • Tommy Petrov – Cofounder/CEO, CopySigh AI, ex-Snapchat, ex-Meta
  • Gabriela Texeira – Strategy Director, DAVID Madrid
  • Andreas Panagiotopoulos – Cofounder/Creative Director at Uncloudy & Co
  • Bence Bodnar – Creative Director and Strategist

ეს სპიკერების მხოლოდ ნაწილია.

14 ივნისის განრიგი

მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია 20-ზე მეტი სესია: ქინოუთ პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, Q&A სესიები, 4 ვორქშოფი და ბევრი სხვა საინტერესო სიახლეები. დღის ბოლოს ერთად ვიზეიმებთ EURO 2024 დაწყებას და ჩემპიონატის პირველ მატჩს (გერმანია vs შოტლანდია) ფესტივალის დიდ ეკრნზე ვუყურებთ.

Touch.Point-ის ბილეთები

ფესტივალის ტერიტორია ორ სცენას, ნეთვორქინგ ზონას, ქოვორქინგ სივრცეს, პარტნიორების ზონას და ფუდკორტს გააერთიანებს.

ფესტივალის მასპინძელია TEC-ის, დოდო აბაშიძის 10.

Touch.Point-ის მთავარი პარტნიორია: საქრთველოს ბანკი და D Block

Touch.Point-ის-ის პარტნიორები არიან: Tegeta Cars, Setanta Sports, Mediacity, Borjomi, Port80

Ბილეთები: https://touch.ge/touchpoint24