სარჩევი
Setanta Sports-ის და მაგთის შეთავაზება | Setanta Sports
2023 აპრ 07, 16:31 შშ
2 წუთის საკითხავი

ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე და setantasports.com-ის 24-საათიანი პაკეტი – როგორი შეთავაზებაა? ცხადია, მოსახერხებელი და მისი ღირებულება მხოლოდ 3 ლარს შეადგენს.

რეგიონის უმსხვილესი მედია Setanta Sports-ი და სატელეკომუნიკაციო კომპანია მაგთი წარმატებულად თანამშრომლობენ რამდენიმე მიმართულებით. ამ კოლაბორაციას მომხმარებლისთვის კიდევ ერთი, ცალსახად საინტერესო შეთავაზება დაემატა.

ახალი შეთავაზების მიზნებსა და მიზეზებზე Setanta Sports-ის კომერციულ დირექტორს, დავით ჯაფარიძეს ვესაუბრეთ.

საუბრიდან კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ ახალი პაკეტი, თავიდან ბოლომდე მომხმარებელზეა ორიენტირებული.

„Setanta Sports-ის კომერციული გუნდი, ისევე როგორც მთელი კომპანია, ახალი მიდგომებისა და გამოცდილების დამკვიდრებას ცდილობს. ეს ერთობლივი ინიციატივა მაგთისა და Setanta Sports-ის მხირდან ცალსახად, მომხმარებლის მოთხოვნილებაზეა ორიენტირებული.

ჩვენი პლატფორმის გამოწერა მაგთის ინტერნეტ პაკეტთან ერთად გაიყიდება. მომხმარებელი მისი შეძენისას setantasports.com-ისა და მაგთის ინტერნეტ პაკეტებზე 1-დღე-ღამიან წვდომას მიიღებს.

როგორც ჩვენთვის, ასევე მომხმარებლისთვის ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 1-დღიანი საბსქრიბშენის შეძენა იქნება შესაძლებელი. ამას გარდა, Setanta Sports-ი უკვე რამდენიმე წელია ქმნის გამოცდილებას – გაყიდოს მისი პაკეტი ბანდლის სახით“.

დავით ჯაფარიძე – Setanta Sports-ის კომერციული დირექტორი

აქამდე setansports.com-ის მომხმარებელს შეეძლო სასურველი პაკეტი წლიურ და თვიურ გამოწერებს შორის აერჩია. ცხადია, ფასდაკლების სხვადასხვა აქციების დროს მათი ღირებულება ცვალებადია.

ამ აქციის ფარგლებში კი დროის კომპონენტი 1 დღე-ღამემდე მცირდება, რაც მომხმარებელს არჩევანს კიდევ უფრო მეტად უზრდის.

„მომხმარებელს ვუქმნით შესაძლებლობას, რომ დროის სასურველ მონაკვეთში, ყოველდღიური გამოწერა შეიძინოს.

მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა Setanta Sports-ში დაარსების პირველივე დღიდან გვაქვს. შესაბამისად, გუნდი მუდმივად ფიქრობს, რომ გამომწერებს თავისუფლად მანევრირების საშუალება მისცეს.

მიმდინარე აქციის გარდა, მომავალში Setanta Sports-ი და მაგთი ერთობლივად არაერთ საინტერესო პროექტს გეგმავენ, რაც მომხმარებლისთვის უდავოდ, ახალი გამოცდილება იქნება“.

დავით ჯაფარიძე – Setanta Sports-ის კომერციული დირექტორი

24-საათიანი პაკეტის შეძენა magticom.ge-ზე მაგთის ინტერნეტ პაკეტთან ერთადაა შესაძლებელი და მისი ღირებულება 3 ლარს შეადგენს.