სარჩევი
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა | Setanta Sports

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს.  

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჯვაროსნები სომხეთის ნაკრებს, 20-მარტს ერევანში, ხოლო 23-მარტს თბილისში დაუპირისპირდებიან. წყვილში გამარჯვებული უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი იხმო. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია – ოდესის ჩერნომორეცისა და საქართველოს ახალგაზრდული გუნდის 20 წლის ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე. 

ამასთან ერთად, პაუზის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უბრუნდებიან ირაკლი აზაროვი, გიორგი გულიაშვილი და გიორგი ზარია.

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი)

სომხეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

თავის მხრივ, სურენ ჩახალიანმაც უხმო თავისთვის სასურველ 25 ფეხბურთელს. სომხეთის 25-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარე: ოგნიენ ჩანჩარევიჩი, არსენ ბეგლარიანი, ჰენრი ავაგიანი.

დაცვა: ანდრე კალისირი, ვარაზდატ ჰაროიანი, გეორგი არუთინიანი, სერგეი მურადიანი, ჰოვანეს ჰამბარცუმიანი, ედგარ გრიგორიანი.

ნახევარდაცვა: სოლომონ უდო, უგოჩუკვუ, ედგარ სევიკაიანი, ედუარდ სპერციანი, ლუკას ზელარიანი, ჰოვანეს ჰარუთინიანი, გორ მანველიანი, არტურ მირანიანი, ნააირ ტიკნიზიანი, ნარეკ გრიგორიანი, ვაჰან ბიჩახჩიანი.

თავდასხმა: არტურ სერობიანი, ჟირაირ შაგოიანი, გრანტ-ლეონ რანოსი.