საქართველოს რაგბის ნაკრები მე-6 მსოფლიო ჩემპიონატს ითამაშებს. ბორჯღალოსნები C ჯგუფში ასპარეზობას ავსტრალიასთან მატჩით იწყებენ.
გუნდებს ერთმანეთთან ისტორიაში მხოლოდ 1 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. წინა მსოფლიო თასზე, 2019 წელს, იაპონიაში, შიზუოკაზე ავსტრალიამ 27-8 მოიგო და მისთვის სასურველი ბონუს ქულაც აიღო.
თიბისის ღია ჩვენებები
თიბისი, როგორც ეროვნული ნაკრების მთავარი პარტნიორი, ბორჯღალოსნების საგულშემატკივროდ, განსაკუთრებულად ემზადება და სხვადასხვა ქალაქში მატჩების ღია ჩვენებებს გამართავს.
თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში ქომაგები ნაკრების გამხნევებასა და გულშემატკივრობას თიბისის ფან-ზონებიდან შეძლებენ.
პირველი ჩვენება 9 სექტემბერს თბილისში, ათონელზე, პრეზიდენტის სასახლის წინ ჩატარდება. რაგბის მსოფლიო თასის პირდაპირ ტრანსლაციას მაყურებელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სთავაზობს.
ადგილზე ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩვენებაზე დასწრების გარდა, სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და არასპორტულ აქტივობებში ჩართვას შეძლებს. დიდი ეკრანი, რაგბის კუთხე, კვების ობიექტები და სათამაშო სივრცეები გულშემატკივრებისთვის მატჩამდე ორი საათით ადრე, თიბისის ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.
თარიღი & დრო: 9 სექტემბერი, 20:00 საათი
ლოკაცია: თბილისი, ათონელის ქუჩა N25
თამაში: ავსტრალია vs საქართველო