სარჩევი
WBC historic initiative | Setanta Sports
2023 იან 03, 17:54 შშ
1 წუთის საკითხავი

XXI საუკუნე კომბატ სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდია. ამავდროულად, საბრძოლო სპორტის სახეობები სიახლეებითა და რადიკალური გადაწყვეტილებებით ყოველდღიურ ცვლილებებს განიცდის.

კრივისა და კომბატ სპორტის ისტორიაში პირველად, WBC-მ, რომელიც კრივის ერთ-ერთი უდიდესი ორგანიზაციაა, 2023 წელს ტრანსგენდერთა სპეციალური დივიზიონის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

ტრანსგენდერ მოკრივეებს საშუალება ექნებათ, პროფესიონალური სპორტული კარიერა განავითარონ – ამის შესახებ WBC-ის პრეზიდენტმა, მაურისიო სულეიმანმა განაცხადა.

“ამის გაკეთების დრო დადგა და გავაკეთებთ, უსაფრთხოებისა და ყველას ჩართულობის მიზნით. ჩვენ ერთ-ერთი მთავარი ვიყავით ქალთა კრივის ჩამოყალიბებაში და ახლა, თავიდან ავირიდებთ საშიშროებას, რომელსაც მამაკაცისა და ქალის ორთაბრძოლა ჰქვია”.

მაურისიო სულეიმანი – WBC-ის პრეზიდენტი

WBC გეგმავს, რომ აქაც იყოს განსხვავება გენდერთა შორის და ამისათვის, ორგანიზაცია, მებრძოლის დაბადების დროს მითითებულ გენდერს გამოიყენებს. მაგალითად: მამაკაცად დაბადებულ ტრანსგენდერ ქალს, საშუალება ექნება, რომ მხოლოდ მამაკაცად დაბადებულ ტრანსგენდერ ქალთან იბრძოლოს.

“წესები და შეზღუდვები აქაც იარსებებს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მამაკაცად დაბადებულმა ტრანსგენდერმა ქალმა, ქალად დაბადებულ ტრანსგენდერ მამაკაცთან იბრძოლოს, მაგრამ ნებისმიერ ტრანსგენდერ ადამიანს შეეძლება იბრძოლოს, თუ ამის სურვილი იარსებებს”, – განმარტა მაურისიო სულეიმანმა Telegraph-თან საუბარში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ტრანსგენდერი მოკრივე არსებობს, თუმცა 2023 წელს WBC ოფიციალურად გამოაცხადებს რეგისტრაციას და მებრძოლთა მიღებას.