ქართველმა მოფარიკავეებმა და პარამოფარიკავეებმა 2023 წელი წარმატებულად დაიწყეს. სანდრო ბაზაძე და ირმა ხეცურიანი საქართველოში ოქროს მედლებით ბრუნდებიან.
სანდრო ბაზაძემ ტუნისის გრან პრი მოიგო. 29 წლის მოფარიკავე პირველია, ვინც საქართველოდან დიდი პრიზის გათამაშებაში გაიმარჯვა.
ბაზაძემ ხმლით (Sabre) ორთაბრძოლაში ფინალში ლუიჯი სამელე დაამარცხა. ცაცია იტალიელ სპორტსმენს, რომელიც ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანია, ბაზაძემ 15:8 აჯობა.
საინტერესოა, რომ ზუსტად 1 წლის წინ ბაზაძე გახდა პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო.
პარაფარიკაობაში ნაყოფიერი უქმეები ჰქონდა ირმა ხეცურიანს. ქართველმა პარამოფარიკავემ აშშ-ის დედაქალაქში ვერცხლისა და ოქროს მედლები მოიპოვა.
ირმამ ვერცხლის რაპირით ბრძოლაში აიღო, ხოლო ხმლის დისციპლინაში ქართველმა საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.