სარჩევი
UFC 308 - ილია თოფურია vs მაქს ჰოლოუეი ქვიზი | Setanta Sports
UFC 308
1) მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიას სატიტულო ბრძოლა აბუ დაბიში გაიმართება, UFC-ში ილიას დებიუტს მაშინაც აბუ დაბიმ უმასპინძლა. გახსოვს ვინ იყო ქართველის პირველი მეტოქე?
2) მას შემდეგ, რაც ილია თოფურიამ კონტრაქტს მოაწერა ხელი და UFC-ის მებრძოლის რეგალია მიისაკუთრა, შვიდი ბრძოლა ჩაატარა. ხომ არ გახსოვს, ამ შვიდიდან რამდენი დასრულდა მის მიერ შესრულებული Knock Out-ით?
3) ალბათ, გახსოვს ლას ვეგასში გამართული UFC 300 თავისი დიდებული წარმოდგენით, რომელიც მაქს ჰოლოუეიმ დადგა. ვინ დაამარცხა ოქტაგონზე შეშლილმა მაქსმა სირენასთან ერთად, ბოლო წამზე?
4) მაგომედ ანკალაევს, რომელიც UFC 308-ის ეგიდით ალექსანდრ რაკიჩს უნდა დაუპირისპირდეს, ქვემძიმე წონის (light heavyweight) დივზიონის მასშტაბით, დაუმარცხებელი სერია აქვს, რაც ასე გამოიყურება - 12-0. დივიზიონის ისტორიაში ეს არის მეორე ყველაზე გრძელი სერია, პირველზე 18-0-ით კი ეს მებრძოლია, დაასახელე, ვისზეა საუბარი?
5) UFC 300-ზე გამარჯვება მაქს ჰოლოუეისთვის 22-ე აღმოჩნდა, რითაც გაუტოლდა ისეთ მებრძოლებს, როგორიცაა: დემიან მაია, დასტინ პორიე, ჩარლზ ოლივეირა და ნილ მანი. ვინ ლიდერობს დღესაც ორგანიზაციას ყველაზე მეტი გამარჯვების მხრივ? თუ გეტყვი, რომ რაოდენობა 26-ს შეადგენს.
6) ილია თოფურიას ამჟამინდელი მეტოქე მაქს ჰოლოუეი UFC-ის ისტორიაში ერთადერთი მებრძოლია, რომელსაც ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მიღწევა უმაგრებს ზურგს:
7) მაქს ჰოლოუეის ილია თოფურიას წინა მეტოქესთან, ალექსანდრ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ სამი ბრძოლა გაუმართავს. როგორი ბალანსი აქვს მაქსს ახლა უკვე ყოფილ ჩემპიონთან?
8) UFC 308-ზე წარმოდგენილი მებრძოლებიდან Pound-for-Pound რანკინგის ათეულში რომელი მათგანი იმყოფება?
9) UFC 298 ჩვენთვის დაუვიწყარი გამოდგა. ანაჰაიმში ჩატარებული ღონისძიების შედეგად მომავალ ბრძოლას ილია თოფურია ჩემპიონის ამპლუაში გამართავს. ეფექტურ Knock Out-თან და საჩემპიონო ქამრის მოპოვებასთან ერთად ილიამ დასამახსოვრებელი გამოსვლაც გვაჩუქა, მაგრამ გახსოვს, რომელი მუსიკალური კომპოზიციის ფონზე ავიდა ქართველი ოქტაგონზე?
10) UFC 308-ის მთავარ ქარდს ინგლისელი ლერონე მერფი გახსნის, რომელიც ამერიკელ დენ იგეს დაუპირისპირდება. მერფის ანგარიშზე არათუ UFC-ში, არამედ ზოგადად MMA-ში არცერთი წაგება არ ფიქსირდება. 15 ბრძოლიდან 14 მანჩესტერელი მებრძოლის ტრიუმფით დასრულდა. ვინ იყო ის ერთადერთი მებრძოლი, რომელმაც მერფის გამარჯვება არ აგემა და მასთან დაპირისპირება ფრედ დაასრულა?