თოფურია vs ვოლკანოვსკი, დვალიშვილი vs სეჰუდო – UFC298

თოფურია vs ვოლკანოვსკი, დვალიშვილი vs სეჰუდო - UFC298 | Setanta Sports

UFC298 – ილია თოფურია vs ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მერაბ დვალიშვილი vs ჰენრი სეჰუდო – ორივე ქართულ ორთაბრძოლას მაყურებელი setantasports.com-ზე პირდაპირ ეთერში ნახავს.

სად და როგორ ვუყურო UFC 298

ისტორიული დღე ქართული MMA-ისა და UFC-ისთვის დადგა. 18 თებერვალს დილის 07:00 საათიდან UFC298-ზე მთავარი ბრძოლები დაიწყება. მაყურებელი კი ცხადია, განსაკუთრებით თოფურიასა და დვალიშვილის ბრძოლებს დაელოდება.

UFC298 პირდაპირ ეთერში, ექსკლუზიურად setantasports.com-ზე იქნება. წინასწარი ბრძოლები ანაჰაიმში, საქართველოს დროით 05:00 საათიდან დაიწყება. ძირითადი ბრძოლები კი 07:00 საათიდან.

მაყურებელი ჯერ მერაბ დვალიშვილის ბრძოლას იხილავს, მოგვიანებით კი ოქტაგონზე მეინ ივენთზე ილია თოფურია გამოვა.

ფასდაკლების პრომოკოდი GEO40 და NEWS24

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ჩვენი პლატფორმის გამოწერა, მაშინ პრომოკოდი GEO40 გამოგადგებათ. მისი გამოყენების შემთხვევაში თვიურ გადასახადზე 40%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. ეს შეთავაზება 18 თებერვალს დასრულდება.

თუკი ამ სტატიას 18 თებერვლის შემდეგ კითხულობთ, თქვენ კვლავ შეგიძლიათ მიიღოთ ფასდაკლება. ამ შემთხვევაში 30 %-იანი. ამისთვის საჭიროა, setantasports.com-ზე რეგისტრაციისას ან გამოწერის განახლებისას გამოიყენოთ პრომოკოდი NEWS24.

ილია თოფურია vs ალექსანდრ ვოლკანოვსკი

ილია თოფურია MMA-ის პირველი ქართველი მებრძოლია, ვინც UFC-ში ქამრისთვის იბრძოლებს. ანაჰაიმში, ჰონდა ცენტრში, გერმანიაში დაბადებული ქართველი მებრძოლი ალექსანდრ ვოლკანოვსკის ხვდება.

ვოლკანოვსკი ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია. მისი ბალანსი MMA-ში 29 ორთაბრძოლაში 26 გამარჯვებაა. ვოლს სამი მარცხიდან ორი ისლამ მახაჩევთან აქვს, ერთი კი – კორი ნელსონთან.

ვოლკანოვსკი UFC-ის პირველი ავსტრალიელი ჩემპიონია. მას ქვემსუბუქ წონაში ყველაზე მეტი 6 საჩემპიონო ბრძოლა აქვს მოგებული.

ვოლკანოვსკის მეტსახელად დიდს – The Great-ს ეძახიან. მიზეზი მხოლოდ სპორტული მიღწევები არ არის. ვოლკანოვსკის მამა ჩრდ. მაკედონიელია, დედა კი – ბერძენი. ზუსტად ისე, როგორც ეს ალექსანდრე ‘დიდი’ მაკედონელის შემთხვევაში იყო.

ილია თოფურია MMA-ში დაუმარცხებელია. ქართველი მებრძოლის ანგარიშზე 14 ბრძოლიდან 14 მოგებაა. აქედან 9-ჯერ თოფურიამ მეტოქე პირველ რაუნდში დააფინიშა.

ბოლო დაპირისპირებებში თოფურიამ იაი ჰერბერტი, ბრაის მიჩელი და ჯოშ ემეტი დაამარცხა.

თოფურია გერმანიაში ჰალეში დაიბადა. 7 წლის ასაკში მისი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა. 15 წლიდან კი თოფურია ალიკანტეში, ესპანეთი გადასახლდა. ამიტომაცაა, რომ თოფურია რინგზე საქართველოსა და ესპანეთის დროშებით ჩნდება ხოლმე.

კვარა, ინიესტა და კასილასი თოფურიასკენ

ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი მამარდაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა და სხვა ქართველმა სპორტსმენებმა UFC-ის ქართველ მებრძოლებს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადეს და წარმატება უსურვეს.

იმავეს აკეთებენ იკერ კასილასი, ანდრეს ინიესტა, რაფა ნადალი და სხვა ცნობილი ესპანელი სპორტსმენები. ილია თოფურიასგან ესპანეთში UFC-ის საჩემპიონო ქამარს ელიან.

გამონკლისი არც საქართველოსა და ესპანეთის რაგბის ნაკრებების კაპიტნები იყვნენ. setantasports.com-ის მაყურებელთა შორის დილის 07:00 საათიდან მერაბ შარიქაძეც იქნება.

კოონორ მაკგრეგორის პროგნოზი თოფურია vs ვოლკანოვსკი

ვოლკი საწყის წუთებში მძიმედ დაზიანდება, თუმცა გადარჩება და ილიას დაანოკაუტებს” – კონორ მაკგრეგორმა UFC298-ის მეინ ივენთზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

დვალიშვილი vs სეჰუდო

MMA-ში მერაბ დვალიშვილის რეკორდი 16 გამარჯვება და 4 მარცხია. ქართველი მანქანა მოგებათა 9-ბრძოლიან სვლაზეა.

ბოლოს დვალიშვილმა რუსი პიოტრ იანი დაამარცხა. საინტერესოა, რომ წინასაბრძოლო დგომზე ჰენრი სეჰუდოც რუსულად ალაპარაკდა. ამით მექსიკური წარმოშობის ამერიკელმა დვალიშვილის გაღიზიანება სცადა. შესაბამისად, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა ელის რუსულში წავარჯიშებულ სეჰუდოს ამის გამო, თანაც სამართლიანად?!

სეჰუდო საბრძოლო ხელოვნების სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენია. ამერიკელს თავისუფალ ჭიდოაბაში რომ პეკინის თამაშების ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, ბოლო პერიოდის ხშირი საუბრის თემა იყო.

სეჰუდოს რეკორდი MMA-ში 16 გამარჯვება და 3 მარცხია. ბოლო ბრძოლაში სეჰუდო ალჯამეინ სტერლინგთან დამარცხდა.

2023 წლის 6 მაისს განცდილ მარცხამდე სეჰუდოს ზედიზედ 6 მოგება ჰქონდა. ამერიკელს კარიერაში მსუბუქ წონაში ორი საჩემპიონო ბრძოლო აქვს მოგებული.

დიდ ეკრანზე ფილარმონიასთან

07:00 საათიდან, მაშინ როდესაც UFC 298-ზე ძირითადი ბრძოლები დაიწყება, UFC-ის ქომაგები ფილარმოანიასთან შეკრებას დაიწყებენ. საჯარო ჩვენება, სწორედ დიდი საკონცერტო დარბაზის გარე ფასადის მონიტორზე გაიმართება.

ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის ბრძოლების პირდაპირი რეპორტაჟი კი ექსკლუზიურად setantasports.com-ზე იქნება.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე