სარჩევი
რომან დოლიძემ ჯეკ ჰერმანსონი დაამარცხა | Setanta Sports
2022 დეკ 04, 16:50 შშ
1 წუთის საკითხავი

რომან დოლიძემ 2022 წელს მესამე ორთაბრძოლაც ნოკაუტით მოიგო. ქართველმა მებრძოლმა საშუალო წონის მე-8 ნომერი ჯერ ჰერმანსონი დაამარცხა.

რომან დოლიძემ 2022-ში მესამე ბრძოლაც მოიგო | Setanta Sports

დოლიძისა და ჰერმანსონის ორთაბრძოლა ორ რაუნდს გაგრძელდა. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მეტოქე მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

Fight Night Georgia-ზე MMA-ის გულშემატკივარმა ისრაელ ადესანიას მიერ რომან დოლიძის ბრძოლის შეფასების ამსახველი კადრებიც იხილა. როგორც ვიდეოდანაც ჩანს, საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი დოლიძის სტილისა და გამოსვლის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავს.

ჯეკ ჰერმანსონთან გამარჯვების შემდეგ რომან დოლიძემ წონის ლიდერი ხამზატ ჩიმაევი გამოიწვია.

საინტერესოა, რომ #UFCOrlando-ზე საუკეთესო გამოსვლისთვის რომან დოლიძემ ბონუსი დაიმსახურა. ქართველმა მებრძოლმა ბონუსი 2022 წელს გამართულ წინა ორივე ბრძოლაში მიიღო.