სარჩევი
Tipsport GameChanger - ამირან გოგოლაძე | Setanta Sports
2023 თებ 14, 18:42 შშ
4 წუთის საკითხავი

MMA-ში გრან-პრის იშვიათად თუ ვნახავთ. ძირითადად, გრან-პრი მაშინ იმართება, როდესაც MMA-ის ორგანიზაციას კონკრეტული მიმართულება, ან და საწყისი ეტაპი გააჩნია.

ევროპის მასშტაბით MMA-ის ისტორიაში პირველი გრან-პრი სტარტს 4 მარტს, ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში აიღებს და ორგანიზატორი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაცია OKTAGON MMA იქნება.

მილიონიან გრან-პრიში 16 აქტიური და 4 სარეზერვო მებრძოლი იღებს მონაწილეობას. 20-ვე მებრძოლი ევროპის კონტინენტზე საუკეთესოა და ცალსახაა, რომ აღნიშნული ტურნირი MMA-ს მაყურებლებში უდიდეს ინტერესს იწვევს.

OKTAGON MMA-მ გრან-პრის ჩატარება ქვესაშუალო წონაში გადაწყვიტა, სადაც ქართველი “სნაიპერი”, ამირან გოგოლაძე მიიღებს მონაწილეობას და ეცდება, რომ მილიონევროიანი გრან-პრის გამარჯვებული გახდეს.

ამირან გოგოლაძის მეტოქე პირველ ეტაპზე, დანიელი მებრძოლი, ლუის გლისმანი იქნება. გლისმანის ანგარიშზე კარიერაში 9 გამარჯვება და 2 მარცხია.

სტილისტურად, დანიელი მებრძოლი ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს სპეციალისტია. მას 9 გამარჯვებიდან 6 მტკივნეულით აქვს მოპოვებული.

გლისმანი vs გოგოლაძე | Setanta Sports
გლისმანი vs გოგოლაძე

ქართველმა მებრძოლმა ბოლოს 2022 წლის აგვისტოში, Dana White’s Contender Series-ზე იბრძოლა და ძალიან სამწუხაროდ, პირველ რაუნდში მხრის ტრავმა მიიღო, რის გამოც ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. გოგოლაძეს კარიერაში 14 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს. 14 გამარჯვებიდან კი 10 – პირველი რაუნდის ფინიშით.

OKTAGON MMA Tipsport GameChanger-ის პირველი რვა დაპირისპირება ასე გამოიყურება:

  1. ამირან გოგოლაძე – ლუის გლისმანი
  2. ლეანდრო სილვა – ანდრეას მიხაილიდისი
  3. კრისტიან იუნგვირტი – ტატო პრიმერა
  4. ბოიან ველიჩკოვიჩი – იონ სურდუ
  5. კრისტიან ეკერლინი – მელვინ ვან სუიდამი
  6. დავიდ კოზმა – ლუკას შივიეცი
  7. სამუელ კრიშტოფიჩი – ალექს ლოჰორე
  8. მატე კერტეში – ჯონ ჰეტევეი

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ ეტაპზე გამოვარდნილ მებრძოლს გრან-პრიში დაბრუნების შანსი ექნება, თუკი აქტიური მებრძოლი ტრავმას მიიღებს ან ვერ შეძლებს ორთაბრძოლის ჩატარებას.

OKTAGON MMA Tipsport GameChanger-ის მილიონიანი გრან-პრი სტარტს 4 მარტს აიღებს და 4 ნოემბერს დასრულდება.