“ყველამ ვიცით, რომ რუსეთი თავს ესხმის უკრაინას. ისინი აკეთებენ იმავეს, რაც გაუკეთეს ჩემს ქვეყანას”, – თქვა მერაბ დვალიშვილმა ლას ვეგასში.
BJJ-ის ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს ორთაბრძოლის მოგების შემდეგ დვალიშვილმა უკრაინას სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა რუსულ სამხედრო აგრესიას გაუსვა ხაზი. მან უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები, საქართველოში 2008 წლის რუსულ სამხედრო აგრესიას შეადარა.
“21-ე საუკუნეა და ჩვენ მშვიდობა გვსურს, არ გვინდა ომი. არ გვინდა უკან საბჭოთა კავშირში.
ჩვენ გვჭირდება თავისუფლება. საქართველო და უკრაინა ევროპასა და აშშ-ისთან ვმეგობრობთ. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყნები ვართ.
ჩვენი კულტურა და ტრადიციები გვაქვს. არ გვსურს ომი, მშვიდობიანად ცხოვრება გვინდა.
აქ კარგი ივენთი გვაქვს, ვშრომობთ, ვერთობით, თუმცა ამ დროს უკრაინელები იხოცებიან. ამ ყველაფერს რუსეთის ხელისუფლება აკეთებს. რუსეთი კორუმპირებული ქვეყანაა და ეს ყველამ იცის. მსურდა, ეს მეთქვა, რადგან ეს ყველაფერი მაწუხებს”.
მერაბ დვალიშვილი – UFC-ის მებრძოლი
მომავალი ბრძოლის შესახებ დვალიშვილმა Setanta Sports-ს შემდეგ სიტყვები უთხრა;
“ფსიქოლოგიურად მზად ვარ და ყველაფერს გავაკეთებ. ჩემთვის დიდი მოტივაციაა ამ ბრძოლაში გამარჯვება და ქართველი გულშემატკივრის გახარება”.
მერაბ დვალიშვილი – UFC-ის მებრძოლი
დვალიშვილი-იანის ბრძოლის ნახვას მაყურებელი, პირდაპირ ეთერში setantasports.com-ზე შეძლებს.