მერაბ დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონია. სუპერმსუბუქი წონის, Bantamweight დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა შონ ომალი პირწმინდად დაამარცხა.
5-რაუნდიანმა ორთაბრძოლამ ქართველი მანქანის სრული დომინაციით ჩაიარა. მერაბ დვალიშვილმა საბოლოოდ მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
მერაბის მხრიდან ორთაბრძოლა ჭკვიანურად იყო დაგეგმილი. რაც მთავარია, შედეგიანი იყო მისი აღსრულება ოქტაგონზეც. შერეული სტილით დვალიშვილმა ომალის შანსი ფაქტობრივად არ დაუტოვა.
ერთადერთი აქტივი ომალის ბოლო რაუნდის ბოლო წუთზე ჰქონდა, თუმცა მთელი დაპირისპირება მაინც მერაბის დომინაციით დასრულდა.
მერაბ დვალიშვილი Setanta Sports-ის საერთაშორისო ამბასადორია.
“ძალიან გაუჭირდებათ ახლა ლას-ვეგასში, რომ მეფეს გვირგვინი არ დაადგან” – იყო მინდია წიკლაურისა და ლადო ნაცვლიშვილის პირველი სიტყვები საფინალო სირენის შემდეგ.
მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა საქართველოსთან ერთად 13 ქვეყანაში მაყურებელმა setantasports.com-ის პირდაპირ ეთერში ნახა.
ფილარმონიასთან საჯარო ჩვენებისას ამ ზღაპრული ემოციების ერთ მუშტად გაზიარება ხომ საერთოდ დიდებული იყო.
მერაბ დვალიშვილი ჩემპიონია – UFC 306
ბრძოლის შემდეგ მერაბმის მიმართვაც ემოციური იყო. ქართველმა მანქანამ დანა უაითს მადლობა გადაუხადა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის ღვაწლთან ერთად UFC-ში საკუთარი პირველი ნაბიჯებიც გაიხსენა.
მერაბის საჩემპიონო გამარჯვების შესახებ სიახლეებსა და ამბებს დეტალურად Fight Night Georgia-ს Facebook გვერდზე გაეცნობით.