სარჩევი
ირჟი პროჰასკა და გლოვერ ტეიშეირა | Setanta Sports
2022 ნოე 24, 00:46 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

ტეიშეირა-პროჰასკას ნაცვლად ქამრისთვის სულ სხვა წყვილი იბრძოლებს. შანსი მოულოდნელად ბლაჰოვიჩმა და ანკალაევმა მიიღეს.

UFC-ის ქვემძიმე წონის ჩემპიონმა ირჟი პროჰასკამ მხრის უმძიმესი ტრავმა მიიღო და UFC 282-ზე, გლოვერ ტეიშეირასთან გასამართ რემატჩს ჩაეხსნა. ასევე, ჩეხმა ჩემპიონმა საკუთარი ნებით საჩემპიონო ქამარი დათმო და ამით დივიზიონის წინსვლას ხელი შეუწყო.

ირჟი პროჰასკა დაშავდა | Setanta Sports

“ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან UFC 282-ზე საჩემპიონო ქამარს ვერ დავიცავ. ლას ვეგასში ვარჯიშის დროს მხარი დავიზიანე და დიდიხნის მანძილზე ვერ ვიბრძოლებ, ამიტომ, უარს ვამბობ ქამარზე და გზას დავუთმობ მათ, ვინც იმსახურებენ ქამარზე ბრძოლას. როდესაც დავბრუნდები, აუცილებლად საჩემპიონო ქამრის დაბრუნებაზე ვიბრძოლებ. მინდა გლოვერს ბოდიში მოვუხადო და წარმატება ვუსურვო.”

ირჟი პროჰასკა
დანა უაითი ირჟი პროჰასკას შესახებ | Setanta Sports

მას შემდეგ, რაც ირჟი პროჰასკამ ქამარი დათმო, საჩემპიონო ბრძოლაზე იან ბლაჰოვიჩი და მაგომედ ანკალაევი იბრძოლებენ. ბლაჰოვიჩი ქვემძიმე წონის ყოფილი ჩემპიონია, ხოლო ანკალაევი 9 მოგებიან სერიაზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ანკალაევს 9 მოგებიანი სერია აქვს, მასზე წინ გლოვერ ტეიშეირა დგას, რომელიც ანკალაევზე მეტად იმსახურებდა ქამარზე ბრძოლას.

ბლაჰოვიჩი vs ანკალაევი | Setanta Sports

UFC 282 – 11 დეკემბერს შედგება და მთავარ ორთაბრძოლაში იან ბლაჰოვიჩი და მაგომედ ანკალაევი ქვემძიმე წონის ქამრისათვის იბრძოლებენ.