სარჩევი
დავბურნდი - გიგა ჭიკაძე UFC სინგაპურზე იბრძოლებს | Setanta Sports
2023 აგვ 25, 14:03 შშ
3 წუთის საკითხავი

გიგა ჭიკაძე ოქტაგონს უბრუნდება. UFC-ის ქართველი მებრძოლი ბოლო 18 თვეში პირველ ორთაბრძოლას UFC Singapore-ზე, ალექს კასერესთან გამართავს.

გიგა ჭიკაძეს 2022 წლის იანვრის შემდეგ არ უბრძოლია. იუბილარი, 35 წლის ქართველი ნინძას ქომაგებისთვის ხანგრძლივი მოლოდინი setantasports.com-ზე დასრულება.

სად და როგორ ვუყურო გიგა ჭიკაძის ორთაბრძოლას

UFC Singapore 26 აგვისტოს 13:00 საათიდან დაიწყება. როგორც წესი, გამორჩეული ივენთები აშშ-ში ტარდება და ამის გამო, მაყურებელს ორთაბრძოლების ხილვა ღამის საათებში უხდებათ ხოლმე.

ეს ღონისძიება კი კორეელი ზომბის ოქტაგონიდან გაცილებას ეძღვნება, ტარდება სინგაპურში და შესაბამისად, UFC-ის ქართველ მაყურებელსაც გიგა ჭიკაძის ქომაგობა უფრო მოსახერხებელ დროს შეეძლება.

13:00 საათიდან წინასწარი ბრძოლები დაიწყება. გიგა ჭიკაძის ორთაბრძოლა კი დაახლოებით 16:00 საათის შემდეგ გაიმართება.

UFC Singapore-ის ხილვა მაყურებელს ექსკლუზიურად, მხოლოდ setantasports.com-ზე შეეძლება. აქვე, ჩვენს OTT პლატფორმაზე ფასდაკლებისა და პრომოკოდის დიდი არჩევანია. შემოთავაზებების ხილვა სტატიის ბოლოში შეგიძლიათ.

გიგა ჭიკაძე vs ალექს კასერესი | Setanta Spors

გიგა ჭიკაძე vs ალექს კასერესი

UFC Singapore-ზე გასამართ ბრძოლაში, წყვილში ფავორიტი ქართველი მებრძოლია. თუმცა აღსანიშნავია, რომ კასერესს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. ფლორიდელი მებრძოლი UFC-ში ჯერ კიდევ იმ დროიდან არის, როდესაც რეიტინგის სისტემა დანერგილი ჯერ კიდევ არ იყო.

გიგა ჭიკაძეvsალექს კასერესი
14 გამარჯვება, 3 მარცხიბალანსი21 გამარჯვება, 13 მარცხი
35ასაკი35
183 სმსიმაღლე178 სმ
65.8 კგწონა65.8 კგ
188 სმრიჩი186.7 სმ
7 გამარჯვება, 1 მარცხირეკორდი UFC-ში13 გამარჯვება, 10 მარცხი

ქვემსუბუქ წონაში(Featherweights) გიგა ჭიკაძე რეიტინგის მე-9 ნომერია, ალექს კასერესი კი – მე-15. ამავე წონაში ილია თოფურია მე-5 ადგილზეა, ხოლო დივიზიონის ჩემპიონი ალესანდერ ვოლკანოვსკია.

ბრიუს ლიროის მეტსახელით ცნობილმა ამერიკელმა მებრძოლმა, ბოლოს ლას ვეგასის ქო-მეინ ივენთზე ლუის პინეიდას მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო.

გიგა ჭიკაძემ კი ბოლოს 2022 წლის იანვარში იჩხუბა და კელვინ კატართან მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დამარცხდა.

გიგა ჭიკაძე – წონის ჩაბარება

გიგა ჭიკაძის ინტერვიუ Setanta Sports-თან

გიგა ჭიკაძე Setanta Sports-ის საერთაშორისო ამბასადორია. ეს კი მასთან ჩაწერილი ინტერვიუ, 5 თვის წინ, რომელიც კელვინ კატართან მარცხს და სხვა აქტუალურ თემებს შეეხებოდა.

შეთავაზება setantasports.com-ზე პრომოკოდი PASS30

setantasports.com-ზე წლიური გამოწერის მსურველებისთვის საუკეთესო დროა. OTT პლატფორმაზე რეგისტრაციისას, ან გამოწერის პაკეტის განახლებისას ფასდაკლების მისაღებად საჭიროა გამოიყენოთ პრომოკოდი PASS30.

ამ შემთხვევაში მსოფლიო სპორტის უმაღლესი დონის კონტენტზე წვდომას მაყურებელი 129 ლარის ნაცვლად 90 ლარად შეძლებს.

ასევე, თვიური გამოწერის მსურველებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ პრომოკოდი NINJA და მიიღოთ 50% ფასდაკლება ერთთვიან საბსქრიბშენზე.