სარჩევი
Скончался Энтони «Рамбл» Джонсон | Setanta Sports
2022 ნოე 15, 21:45 შშ
1 წუთის საკითხავი

38 წლის ასაკში UFC-ის ლეგენდა ენტონი „რამბლ“ ჯონსონი, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ჯონსონის გარდაცვალების შესახებ ცნობა UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჯეიკ შილდსმა გაავრცელა, შემდეგ კი ოჯახის წევრებმაც დაადასტურეს.

ჯონსონი მძიმედ ავადმყოფობდა, ექიმები დიაგნოზის დასმას დიდხანს ვერ ახერხებდნენ, მდგომარეობა, რომ ძალიან დამძიმდა ამის შესახებ ფანებმა მისი მენეჯერისგან გაიგეს, რომელმაც UFC-ის მაყურებელს ერთი თვის წინ, ESPN-ის საშუალებით მიმართა, რომ ენტონისთვის ელოცათ. 38 წლის მებრძოლი ორგანოების უკმარისობით, არაჰოჯკინის ლიმფომისა და ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზით გარდაიცვალა. ჯონსონის დებიუტი UFC-ში 2007 წელს შედგა, 2015 წელს პირველად იბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის და დანიელ კორმეისთან დამარცხდა, რევანში ორ წელში შედგა, გამარჯვება კვლავ კორმიეს დარჩა.

2017 წელს ჯონსონმა UFC დატოვა და Bellator-ში გადავიდა, სადაც მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა. სამძიმრის წერილები გამოაქვეყნეს UFC-იმ, Bellator-მა და დანიელ კორმიემ,  –

„მშვიდად განისვენე ძმაო, ენტონი მზრუნველი ადამიანი იყო, ძალიან დაგვაკლდება, ხანდხაან ცხოვრება უსამართლოა, საშინელი ამბავია“,

დაწერა კორნიემ.