სარჩევი
2022 დეკ 21, 15:36 შშ
1 წუთის საკითხავი

ჩავი ერნანდესმა ბარსელონას ახალგაზრდა ტალანტებზე, პედრისა და გავიზე ისაუბრა. ორივემ კარგად დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი, როგორც მთელმა ესპანეთმა, მაგრამ წარუმატებლად დაასრულეს.

შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინი გაცილებით დიდი იყო. თუმცა, ჯგუფური ეტაპის დამსახურებით, ვერც იმას ვიტყვით, რომ რომელიმე ჩემპიონატის იმედგაცრუება გამოდგა.

ამჟამად ახალგაზრდა ვარსკვლავები ისვენებენ, თუმცა კლუბს სწრაფად დაუბრუნდებიან, 31 დეკემბერს კატალონიური დერბია ჩანიშნული.

მე და ანდრესი 20 წლის ასაკში მათ დონეზე არ ვყოფილვართ, მათ ასაკში ასეთ დონეზე არ გვითამაშია“, – თქვა ჩავი ერნანდესმა.

ჩავიმ ასევე ისაუბრა ანსუ ფატისა და ბალდეზე. ხაზი გაუსვა ფატის ტალანტს და ბალდეს შესაძლებლობებს.

ბალდეს შეუძლია მომდევნო 15 წლის მანძილზე ბარსელონას შეუცვლელი მცველი იყოს”, – თქვა ჩავიმ.