სარჩევი
2024 მარ 22, 00:06 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში 2:0 დაამარცხა. ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა. დღეს საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გასამართ შეხვედრაში მეორე ფინალისტი გაირკვევა.

ვილი სანიოლმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

თუ გუნდურ თამაშზე ვსაუბრობთ, მიუხედავად რთული მომენტებისა, პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, გოლიც გავიტანეთ, მეორე ტაიმში, რა თქმა უნდა, წნეხი გაიზარდა, ემოციებიც იყო, ქართველებმა კარგად იციან რას ნიშნავს ემოცია. იყო შეცდომებიც, თამაშს კიდევ ერთხელ უნდა ვუყუროთ და გავარჩიოთ. მსაჯის გადაწყვეტილება სწორი იყო. გარკვეული პერიოდები არ იყო ისეთი ხარისხის როგორსაც ველოდი, ყველაფერი იდეალური არ ყოფილა, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ.

ბოლო 30 წუთი არ ყოფილა იდეალური. ვინც არ უნდა მოიგოს საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის, ფინალში ღირსეული მეტოქე გვეყოლება.

არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეგვხვდება. თუ ყაზახეთი ჩამოვა ის საკმარისად რთული მეტოქე იქნება. ხანდახან მოგებულ გუნდს არ ცვლი, მაგრამ ხვიჩა დაბრუნდება და ითამაშებს.  ჯერ ვერ ვიტყვი კიდევ შევცვლი თუ არა ვინმეს. ცვლილებებს ხალხი ხან იგებს, ხან ვერა. ხვიჩასგან კარგ თამაშს ველი.

პირველ რიგში შევხედავ ფეხბურთელები როგორ აღიდგენენ ძალებს. ასე რომ, მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მისაღებად. ორივე თავდამსხმელით ძალიან კმაყოფილი ვარ, ორივე იმსახურებს ფინალში თამაშს, მაგრამ ცვლილებები მოგვიწევს. შესაძლოა, ერთ-ერთი სკამზე გადაჯდეს, მაგრამ შეცვლაზეც ისეთივე ხარიხს ველი მათგან, როგორც ძირითად შემადგენლობაში.

ცხადად ვიტყვი, როცა ორი-სამი ფეხბურთელი უნდა დავტოვო განაცხადს მიღმა, ეს ყოველთვის რთული გადაწყვეტილებაა. ეს არასდროს არის სასიამოვნო გადაწყვეტილება, მაგრამ ამის გაკეთება გვიწევს. ეს სპორტული მხარეა და ყველაფერი ადამიანურადაც კარგად მესმის. საბა ძალიან მომწონს, პირველ სეზონს ატარებს იტალიაში და ბევრი თამაში არ უწევს. მე მჭირდება ფეხბურთელი, რომელიც 90 წუთისთვის იქნება მზად, იქნება ტონუსში და სათამაშო რიტმში. მან ეს ყველაფერი იცის, პროფესიონალია და იცის რაზეც უნდა იმუშაოს.

ვერაფერს ვიტყვი, საბერძნეთი იგებს, მაგრამ თამაში გრძელდება. ვინც არ უნდა იყოს ფინალში, ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით.