სარჩევი

ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ხუან სებასტიან ვერონმა არგენტინის ნაკრების წარმატებაზე ისაუბრა.

ის, რაც მოხდა წარმოუდგენელია. ხალხს ყველაფერი დაავიწყდა, ყველა პრობლემა გვერდზე გადადეს, ხალხი ძალიან ბედნიერია. ფეხბურთი არის სპორტი, რომელსაც შეუძლია ყველაზე მძიმე მოგონებები დაგიტოვოს, ამავე დროს ეს არის სპორტი, რომელიც ასეთ მომენტებში ყველაფერს დაგავიწყებს“, – თქვა ვერონმა.

ვერონმა ლიონელ მესიზეც თქვა ორი სიტყვა. 2010 წელს როდესაც ერთად ითამაშეს ეროვნულ ნაკრებში, დიეგო მარადონამ გადაწყვიტა, რომ ვერონი და მესი ერთ ოთახში დაებინავებინა.

დიეგო თვლიდა, რომ მესის ვერონისგან ბევრი რამის სწავლა შეეძლო.

რასაც მესიმ მიაღწია ეს წარმოუდგენელია. მან დაიმსახურა მსოფლიო ჩემპიონობა. ეს უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობაა. პრობლემა ახლა არის ის თუ რა მოხდება ნაკრებში მესის შემდეგ. ეს საკითხი მარადონას დროსაც დადგა და ახლაც მოგვიწევს ფიქრი“.

მესის აღიარებისათვის მსოფლიო ჩემპიონობა არ სჭირდებოდა, მაგრამ რამდენადაც ვიცნობ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ტიტულის გარეშე ვერ მოისვენებდა. ახლა შეუძლია მშვიდად იყოს“.

ვერონმა ლიონელ მესისა და დიეგო მარადონას მემკვიდრეობაზეც ისაუბრა.

თავის ეპოქაში ორივემ მაქსიმუმი გააკეთა და მგონია, რომ ახლა თანაბარ სიმაღლეზე იმყოფებიან, მეტწილად, მსოფლიო ჩემპიონატის გამო. მარადონას მიღწევებს ვერავინ დააკნინებს, თუნდაც, მესისთან მიმართებით“.

ვერონმა ისაუბრა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს კონკურენციაზეც.

ამაზე საუბარი მუდმივად იქნება, მე მგონია, რომ მესი ერთი თავით მაღლა დგას. ახლა დანამდვილებით შეიძლება ამის თქმა“.

ვერონს სამ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები, – 1998, 2002 და 2010 წლებში.