სარჩევი
2022 დეკ 09, 11:28 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

ლუი ვან გაალმა არგენტინასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. ლუის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან აქამდეც უთამაშია, მაშინ ყველაფერი წარუმატებლად დასრულდა. ასევე, აღსანიშნია, რომ ყოფილ შეგირდთან მოუწევს შეხვედრა, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა.

ანხელ დი მარია ძალიან კარგი ფეხბურთელია, მანჩესტერში ყოფნის პერიოდში მის სახლში მძარცველები შეიჭრნენ, იმ სეზონში ამან დი მარიაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ის რომ მან ყველაზე ცუდი მწვრთნელი მიწოდა არ მომეწონა, უსიამოვნო იყო, ეს მის გარდა ჩემზე არავის უთქვამს. მწვრთნელის საქმე ასეთია, ხანდახან გიწევს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც კარგად არ მთავრდება”, – თქვა ლუი ვან გაალმა.

ვან გაალის გვერდით იჯდა მემფის დეპაი, ლუიმ მისი მაგალითი მოიყვანა, – “დეპაიც მანჩესტერში იყო და კარგი პერიოდი ნამდვილად არ ჰქონია, შეხედეთ ახლა, ერთმანეთს კოცნით ვხვდებით, ის ჩემი ნაკრების უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მწვრთნელი უმიზეზოდ არაფერს აკეთებს, ფეხბურთელს ეს უნდა ესმოდეს, შეგვხედეთ ახლა, ყველაფერი რიგზეა”.

თავის მხრივ, ქება არ დაიშურა მემფის დეპაიმ, – “ლუის კარგად ვიცნობთ, ვიცით მისი ხასიათი და იუმორის გრძნობა, კარგად ვინობთ მის ხედვას, ლუიმ ხარისხი შეგვძინა და ძლიერ გუნდად ჩამოვყალიბდით”.

ვან გაალმა ბასურდული უწოდა კითხვას იმის შესახებ, ამზადებს თუ არა ფეხბურთელებს თერთმეტმეტრიანების სერიისთვის, შემდეგ კი დაბრუნებაზე ისაუბრა, – “მწვრთნელობას შევეშვი, აქ მხოლოდ განსაკუთრებული სიტუაციის გამო ვარ, ჩემს ქვეყანას დავჭირდი და უარი არ მითქვამს, არასდროს თქვა არასდროს”.