სარჩევი
2023 იან 07, 15:25 შშ
1 წუთის საკითხავი

FA Cup-ზე გასამართი მატჩის წინ იურგენ კლოპმა ვირჯილ ვან დაიკის მდგომარეობაზე ისაუბრა. ლივერპული თასზე ვულვზს დაუპირისპირდება.

იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ ვან დაიკი ერთ თვეზე მეტს გამოტოვებს. ექიმები ეცდებიან, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისთვის მზად იყოს. ნიდერლანდელს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს.

ლივერპული ტიტულის დაცვას ვულვზთან შეხვედრით დაიწყებს. პრემიერ ლიგაში 14 იანვარს ბრაიტონს შეხვდება, ხოლო 21 იანვარს ლონდონის ჩელსის უმასპინძლებს.

დიაგნოზი ჩვენთვის მოულოდნელი და უსიამოვნო აღმოჩნდა, სერიოზულ დაზიანებას არ ველოდით“.

ვირჯილისთვის რთული პერიოდია, ბოლო წლებში უამრავი მატჩი ჩაატარა, აქამდე კუნთის დაზიანება არასდროს ჰქონია, თუმცა, ახლა ეს მოხდა და ვერაფერს შევცვლით“, – თქვა იურგენ კლოპმა.

ვან დაიკი სხვა ტრავმირებულების სიას შეუერთდა. გუნდს ვერ ეხმარებიან, – ბობი ფირმინო, დიეგო ჟოტა, არტურ მელო, ლუიშ დიასი, ჯეიმს მილნერი.

კლოპის განკარგულებაში ოთხი ცენტრალური მცველია, – კონატე, გომესი, მატიპი და ფილიპსი, თუმცა, ლივერპული ვან დაიკთან ერთად და მის გარეშე, ორი აბსოლუტურად განსხვავებული გუნდია.

ლივერპულს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს. მერსისაიდული კლუბი ამჟამად მეექსვე საფეხურს იკავებს და ოთხეულამდე 7 ქულა აშორებს.

არის კარგი ამბებიც, – ჯორდან ჰენდერსონი გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზად არის. ასევე, გულშემატკივარი კოდი გაკპოს დებიუტის მოლოდინშია.

პირველი შთაბეჭდილება შესანიშნავია. მისი თამაშის ყურება დიდი სიამოვნებაა, მეტოქის კარის წინ ძალიან ბუნებრივად მოქმედებს და იცის როგორ გაიტანოს გოლი”, – თქვა კლოპმა კოდი გაკპოზე.

ლივერპული – ვულვზის შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.