სარჩევი
2023 ოქტ 24, 15:28 შშ
4 წუთის საკითხავი

უნიონ ბერლინი vs ნაპოლი – უნიონ ბერლინი თბილისის დროით 23:00 საათზე ნაპოლის უმასპინძლებს. გერმანულ-იტალიური დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო სანახავი გამოდის ხოლმე და ამჯერადაც ასეთი მოლოდინი გვაქვს.

ნაპოლის სამი ქულა აქვს, ბრაგას დამარცხება შეძლეს, თუმცა, მადრიდის რეალთან დამარცხდნენ. uუნიონ ბერლინს კი ჯერ ქულაც არ აუღია. დამარცხების შემთხვევაში მათთვის ყველაფერი დასრულდება, ეგ კი არა, მესამე ადგილისთვის ბრძოლაც ძალიან გაუჭირდებათ.

პარალელურად, ბრაგა მადრიდის რეალს უმასპინძლებს.

ნაპოლი, გარსია და ლაურენტისი

რუდი გარსიას ნაპოლიმ თამაში გამოასწორა, ბოლო მატჩიც დამაჯერებლად მოიგო და სერია ა-ს ლიდერს ხუთი ქულით ჩამორჩება. ამ ეტაპზე ხუთი ქულა არ არის ის სხვაობა, რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელია. თუნდაც, ძალიან კარგ ფორმაში მყოფ ინტერთან.

გარსიასა და კვარაცხელიას შორის ურთიერთობა დალაგდა, ხვიჩა თამაშობს, პროდუქტიულია, გუნდი იგებს, გარსია ბედნიერია. ბოლო მატჩით თუ ვიმსჯელებთ ის პრობლემაც მოიხსნა, რაც სეზონის სტარტზე გამოჩნდა, ხვიჩას მეტი თავისუფლება ჰქონდა, რამდენადაც შეიძლებოდა იმდენად გათავისუფლდა დაცვითი სამუშაოსგან და შედეგმაც არ დააყოვნა, კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა.

აღარ ჩანს პრობლემა მთავარ მწვრთნელსა და ოსიმენს შორის, თუმცა, აქ უკვე სხვა ამბავი გვაქვს მოსათხრობი, ოსიმენს ტრავმა აქვს და ამის გამო ვერ თამაშობს, შესაბამისად, მისი და გარსიას კამათიც აღარ გვინახავს.

მიუხედავად გამოსწორებული სურათისა, არ წყდება ჭორები გარსიას შემცვლელზე, დე ლაურენტისი უცნაური კაცია, კარლო ანჩელოტის გათავისუფლება არ მორიდებია თავის დროზე, ახლა რუდი გარსიას ნამდვილად არ გადაუსვამს თავზე ხელს, როდის რა აზრი მოუვა თავში კაცმა არ იცის.

ასე რომ, წნეხი კვლავინდებურად იგრძნობა.

ბერლინი, ბონუჩი და ურს ფიშერი

უფრო ცუდი წარმოუდგენელია, უნიონ ბერლინმა ბოლო რვა მატჩიდან ყველა წააგო. ბუნდესლიგის ბოლო ტურში მეორეადგილოსან შტუტგარდტან დამარცხდა, ანგარიშით – 0:3. ბერლინი ბუნდესლიგაში მეთხუთმეტე პოზიციაზეა სულ რაღაც ექვსი ქულით. ახლოს გასავარდნ ზონასთან.

ასეთი ამბები წარსულშიც გვინახავს, როგორც წესი, იმ გუნდებს ემართებათ რომელთაც არც გამოცდილება და არც მასშტაბი ხელს არ უწყობთ, პატარა კლუბები არიან, დიდ ტურნირზე მოხვდებიან, ცდილობენ ყველა მიმართილებით წარმატებულნი იყვნენ და საპირისპიროს იღებენ. მომხდარა მსგავსი რამ იტალიურ, ესპანურ და ინგლისურ კლუბებთან მიმართებითაც.

ასეთი კლუბები, ვარდებიან ხოლმე ჩემპიონატიდან. ძალიან გვიან ხვდებიან, რომ პატარა კლუბს არ აქვს უფლება ჩემპიონთა ლიგის ცხოვრებით იცხოვროს.

უნიონ ბერლინი vs ნაპოლი – ურთიერთშეხვედრები

სათქმელი არაფერია, უნიონ ბერლინი და ნაპოლი პირველად შეხვდებიან ერთმანეთს. მეტის თქმაც შეიძლება, ეს ბერლინელების პირველი მატჩი იქნება ზოგადად იტალიელების წინააღმდეგ.

  • ბონუჩის ნაპოლის წინააღმდეგ 29-ჯერ უთამაშია. 13 მოგება, 12 მარცხი და 4 ყაიმია მის ანგარიშზე. ბონუჩის მხოლოდ მილანისა და ლაციოს წინააღმდეგ უთამაშია იმაზე მეტჯერ, ვიდრე ნაპოლისთან.
  • გოზენსის ანგარშზე ნაპოლის წინააღმდეგ 13 მატჩში ექვსი მოგებაა. 2 ფრე და ხუთი მარცხი. გოზენსმა ნაპოლის წინააღმდეგ ატალანტასა და ინტერის შემადგენლობაში ითამაშა.
  • ნაპოლის გერმანული კლუბების წინააღმდეგ სამი მოგება, ხუთი ფრე და ხუთი მარცხი აქვს.
  • ნაპოლის ამჟამად ოთხი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაც გერმანულ კლუბებში უთამაშიათ – ოსიმენი (ვოლსბურგი), დემე (არმინია, პადერბორნი, ლაიფციგი) ლიდსტრომი (ფრანკფურტის აინტრახტი) ოსტიგარი (სენტ პაული).

დანაკლისი და სავარაუდო შემადგენლობები

უნიონ ბერლინი: რენოუ – დოეხი, ბონუჩი, ლეიტე – ტრიმელი, ტუსარტი, ხედირა, ჰაბერერი, გოზენსი – ბერენსი, ბეკერი;

დანაკლისიიურანოვიჩი, შაფერი.

საეჭვოა ითამაშონშილოუ, კაუფმანი, რუსილონი.

ნაპოლი: მერეტი – დი ლორენცო, ესტიგარი, ნათანი, ოლივეირა – ლობოტკა, ჟელინსკი, კაუსტე – პოლიტანო, რასპადორი, კვარაცხელია;

დანაკლისიოსიმენი, ანგისა, ჟეზუსი.

სად ვუყუროთ უნიონ ბერლინი vs ნაპოლის შეხვედრას?

უნიონ ბერლინი vs ნაპოლის პირდაპირ რეპორტაჟს შეგიძლიათ, setantasport.com სა და Setantasports 1-ზე უყუროთ.

setantasports.com ოქტომბრის თვის შეთავაზება და პრომოკოდი

setantasports.com-ზე ოქტომბერში თვიურ გამოწერაზე, სოლიდური ფასდაკლებაა. მის მისაღებად ახალმა ან უკვე არსებულმა მომხმარებელმა პრომოკოდი IMAGINE1 უნდა გამოიყენოს.

ასეთ შემთხვევაში, თვიურ გამოწერაზე ამოქმედდება 40%-იანი ფასდაკლება.