უკრაინა ირანის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნას ითხოვს

უკრაინა ირანის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნას ითხოვს | Setanta Sports

უკრაინამ ოფიციალურად მიმართა ფიფას ირანის ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნის მოთხოვნით. ამის მიზეზი ირანის ომში ჩართვა გახდა. ირანი რუსეთს აწვდის კამიკაძე დრონებს, რომლითაც უკრაინას ბომბავენ“, – განაცხადა ვლოდიმერ ზელინსკიმ, თუმცა, ირანმა ეს ბრალდება უარჰყო.  

აქამდე ფიფამ და უეფამ რუსეთისა და ბელორუსიის ნაკრებები მოკვეთეს, უკრაინაში შეჭრისა და ომის მხარდაჭერის გამო, ახლა მათ მოკავშირედ ირანი მოგვევლინა და საფეხბურთო ორგანიზაციებისგან ანალოგიურ ქმედებას ითხოვენ.

ირანის ნაკრები ჯგუფში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მოხვდა, ამაზე პრინციპული დაპირისპირება მათთვის არ არსებობს, ოფიციალურ დონეზე გუნდები ერთმანეთს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდნენ, მაშინ გამარჯვება ირანის ნაკრებს დარჩა, ანგარიშით 2:1. ორი წლის შემდეგ კი ამხანაგური მატჩი შედგა, შეხვედრა ყაიმით დასრულდა, – 1:1.

მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფში შეერთებული შტატებისა და ირანის გარდა, ინგლისისა და უელსის ნაკრებები ითამაშებენ.

დაკავშირებული სტატიები
ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე