ბეტა ვერსია

U21 საქართველო ისრაელი მარცხი პენალტებში

u21 საქართველო ისრაელი | Setanta Sports

საქართველო U21 ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. რამაზ სვანაძის გუნდი 1/4-ფინალში ისრაელთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა. ისრაელმა გამარჯვება პენალტების სერიაში მოიპოვა.

90 წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. მატჩის პირველი 30 წუთი ისრაელი უკეთესი გუნდი იყო, თუმცა იქიდან მოყოლებული მასპინძელ ნაკრებს უპირატესობა ხელიდან ფაქტობრივად აღარ გაუშვია.

U21 საქართველო 3:4 ისრაელი პენალტების სერია

პენალტების სერიაში დარტყმების შესრულება საქართველომ დაიწყო. პირველი დარტყმა აზაროვმა გამოიყენა. ისრაელიდან თავისი შანსი კოენმა გამოიყენა, მამარდაშვილმა კუთხე გამოიცნო.

მეორე ბურთთან ზურიკო დავითაშვილი მივიდა და დამაჯერებლადაც გაიტანა. ისრაელიდან შანსი განდელმანმა გამოიყენა.

მერე გაგუას ჯერი დადგა. ფორვარდს მეკარე პერეცმა აუღო. ისრაელი კი წინ ხალილმა გაიყვანა. 2:3.

სერიაში საქართველო მოისწრაფიშვილმა დააბრუნა. 3:3.

ისრაელი წინ ზალცბურგის ლეგიონერმა, გლუხმა გაიყვანა.

საბოლოო ანგარიში კი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ხვადაგიანის დარტყმა ძელს მოხვდა.

ისრაელი U21-ის მეტოქე ინგლისსა და პორტუგალიას შორს გაირკვევა.

რა თქვა საქართველოს U21-ის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ.

რა თქვა ისრაელის U21-ის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ.

საქართველო U21 – ოლიმპიადის შანსი მაინც არსებობს

მარცხის მიუხედავად საქართველო მაინც შეიძლება მოხვდეს პარიზის 2024-ის ოლიმპიადაზე. ამისთვის საჭიროა ნახევარფინალში ინგლისი U21 და საფრანგეთი U21 გავიდნენ.

ამის შემდეგ 1 ვაკანტურ საგზურს მეოთხედფინალში დამარცხებული ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გაითამაშებს.

მატჩი 7 ან 8 ივლისს ბუქარესტში გაიმართება და გამარჯვებული ოლიმპიადის საგზურს მიიღებს.

ავტორის შესახებ
ირაკლი იმედაძე
ირაკლი იმედაძე
მე სპორტული ჟურნალისტი, სცენარისტი და ფეხბურთის კომენტატორი ვარ. ხუთი წელია, Setanta Sports-ისა და ჩემი გზები დაკავშირებულია. შეხედულება, უფრო მეტიც, აქსიომა, რომ სპორტი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური აქტივობა ან მსგავსი რამ, თავიდან ბოლომდე მრთავს ამ ინდუსტრიაში და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ვარ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ახლო აღმოსავლეთის კონცენტრაციით. ვფიქრობ, ორიენტალისტიკა სპორტის ლაბირინთებში ორიენტირებაში ძალიან მეხმარება.

Access our streaming platform

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე