ტოტენჰემმა კონტე გაათავისუფლა

ანტონიო კონტე ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. იტალიელი სეციალისტი 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა ჩრდილოლონდონელთა თავკაცად.

კონტეს კონტრაქტი ზაფხულში ეწურებოდა. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ზაფხულს აღარ დალოდებოდა, რადგან კლუბში არაჯანსაღი გარემოა.

18 მარტს ნათამაშები 3:3 – ის შემდეგ კონტემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“უმჯობესია მთავარ პრობლემაზე ვისაუბროთ, ჩვენ გუნდი არ ვართ. ჩვენ უბრალოდ 11 ფეხბურთელი ვართ მოედანზე. ვხედავ ეგოისტ ფეხბურთელებს რომელთაც არ სურთ ერთმანეთის დახმარება და მთელი გულით არ მუშაობენ. თუ წინა სეზონს მივიღებთ მხედველობაში, ამ ასპექტში გავუარესდით. როცა გუნდურად არ მოქმედებ, გაუმჯობესება შეუძლებელია“.

აი ასე. ტოტენჰემს ბოლო წლებში ტოპ კლასის მწვრთნელები ჰყოლია, გადავიდნენ ახალ სტადიონზე, კლუბი გახდა მეტად შემოსავლიანი, შეინარჩუნეს პრემიერ ლიგის ცოცხალი ლეგენდა ჰარი კეინი, მაგრამ ამ გუნდის საშველი მაინც არ არის.

დენიელ ლევი კი ბევრს არასდროს ფიქრობს, როცა მწვრთნელის გაშვებაზე მიდგება საქმე. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც კონტემ ასეთი რამ თქვა – “კლუბს პატრონი ჰყავს, მაგრამ 20 წელია მნიშვნელოვანი არაფერი მოუგია, დამნაშავე კლუბია თუ ის მენეჯერები, რომლებიც ყოველთვის თანამდებობაზე რჩებიან?”

ტოტენჰემის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტესთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა, და კლუბი მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსთვის.

ტოტენჰემს სეზონის ბოლომდე კონტეს ასისტენტები, კრისტიან სტელინი და რაიან მეისონი გაუძღვებიან.

ავტორის შესახებ
არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი
მე ვარ Setanta Sports-ის ჟურნალისტი არმაზ ახვლედიანი. ამჟამად ვწერ ანალიტიკურ სტატიებს ფეხბურთზე, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესახებ. გარდა ამისა, ვწერ ბლოგებსა და მიმოხილვებს. აქამდე პოლიტიკის, ლიტერატურისა და მოგზაურობის შესახებ ვწერდი ჟურნალ ლიბერალში, რადიო თავისუფლებაზე და National Geographic-ზე. ვარ ლიტერატურული ჟურნალის, "დარაჯის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. ვარ ფსიქოლოგიისა და ტურიზმის ბაკალავრი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრი. ხშირად ვიყენებ ლიტერატურულ თეორიებს ბლოგების სტრუქტურის ასაგებად, ასევე, გამომიყენებია შედარებითი ანალიზი, ფეხბურთელებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს შორის.

სარჩევი

ჩაყვინთვის სპორტში
ტოპ ლიგები
პრემიერ ლიგა
ბუნდესლიგა
ლა ლიგა
ბუნდესლიგა
ლიგა 1
მიჰყევით SETANTA-ს

მიიღე წვდომა ჩვენს პლატფორმაზე