კრიტიკა მოჰყვა ბრაზილიის ნაკრების მიერ შესრულებულ ცეკვას, სამხრეთ კორეის კარში გატანილი გოლების შემდეგ. მათ შორის, თავისი წილი კრიტიკა დაიმსახურა ბრაზილიის თავკაცმა ტიტემ, ამ ცეკვის ნაწილი ისიც გახდა, რაც უჩვეულო სანახავია, მწვრთნელები, როგორც წესი, გოლებს ასე არ აღნიშნავენ, თუმცა, ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.
როი კინმა ბრაზილიელთა ქმედებას მეტოქის მიმართ უპატივცემულობა უწოდა. ტიტემ კრიტიკოსებს პრესკონფერენციაზე უპასუხა, – „ამ ხმაურს მიღმა დავტოვებ, კომენტარს არ გავაკეთებ მათ მოსაზრებაზე, ვინც ბრაზილიის ისტორიასა და კულტურას არ იცნობს“.
„ეს უპატივცემულობა არ არის, ეს ჩვენი კულტურის წინალია, გოლი გადის და ვცეკვავთ, ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც, ჩვენ ბრაზილიელები ვართ“.
„61 წლის ვარ და 21-22 წლის ფეხბურთელებთან ერთად ვმუშაობ, ის რომ გოლებს ერთად აღვნიშნავთ ეს ჩვენს კარგ ურთიერთობაზე მიუთითებს. შეიძლებოდა ჩემი შვილიშვილებიც კი ყოფილიყვნენ, მათთან ერთად ცეკვას გავაგრძელებ“.
ბრაზილიის ნაკრები მეოთხედფინალში ხორვატიას შეხვდება, მათ შორის გამარჯვებული კი ნიდერლანდები არგენტინას შორის გამარჯვებულს დაელოდება.