ტიერი ანრიმ არსენალი-მანჩესტერის მატჩის შემდეგ ერიკ ტენ ჰაგზე კომენტარი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერი დამარცხდა, ტიერი ტენ ჰაგის მუშაობით აღფრთოვანებულია.
“ბედნიერი ვარ, რომ არსენალმა მოიგო. მათ ეს დაიმსახურეს მეორე ტაიმში ნაჩვენები ფეხბურთის გამო, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ერიკ ტენ ჰაგის ხელში განსხვავებულად გამოიყურება. გულახდილად გეტყვით, მე მისი დიდი თაყვანისმცემელი ვარ, ის არის მწვრთნელი, რომელიც ჟუან ლაპორტას ვურჩიე, რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ”.
“დღეს მე ვნახე ორი გუნდის დაპირისპირება, რომელთაგან ერთი სამი წელია უკვე შენდეგბა, ხოლო მეორემ ექვსი თვის წინ დაიწყო შენება. გარდა ამისა, არსენალს მეტი დრო ჰქონდა მატჩისთვის მოსამზადებლად, მიუხედავად ამისა, მანჩესტერმა მაინც ტოლსწორად ითამაშა, რაც ჩემთვის დიდი სურპრიზი აღმოჩნდა. მეგონა, რომ მთელი მატჩი არსენალის უპირატესობით ჩაივლიდა, მანჩესტერი კი თავს დაიცავდა, – შევცდი”.
“პირველ ნახევარში მანჩესტერი უკეთესი იყო. მიეცით ტენ ჰაგს კიდევ ერთი წელი, წარმართეთ სწორი სატრანსფერო პოლიტიკა და ნახავთ რა შეუძლია მას. არანაირი უპატივცემულობა ფერგიუსონის მიმართ, თუ ტენ ჰაგს საკმარისი დრო მისცეს, ის იმაზე მომხიბვლელ ფეხბურთს ითამაშებს ოლდ ტრაფორდზე, ვიდრე სერ ალექსის მანჩესტერი თამაშობდა“, – ამბობს არსენალის ლეგენდა, ტიერი ანრი.