სარჩევი
2023 მაი 08, 13:52 შშ
1 წუთის საკითხავი

არგენტინის პრიმერა დივიზიონში რივერ პლეიტმა ბოკა ხუნიორსს უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ მეთხუთმეტე ტურისთვის სხვაობა ძალიან დიდია, მატჩი მაინც ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით. ამ დერბისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ რომელ ადგილზეა, როგორც წესი, სატურნირო ცხრილსაც სცდება ეს ამბავი და მთლიანად არგენტინასაც.

რივერი 37 ქულით სათავეშია და 9 ქულით უსწრებს მეორე ადგილოსან სან ლორენცოს.

ბოკა მეცამეტეა 18 ქულით.

ასეა საქმე, რივერს ორჯერ მეტი ქულა აქვს.

გვიანი გოლი

მონუმენტალზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია, 91-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დაინიშა, რომელიც ბორხამ გოლად აქცია. რივერი წინ გავიდა, თუმცა, ბოკას ჯერ კიდევ ჰქონდა დრო შესატევად, ერთი ეგ არის, კარის ნაცვლად ფეხბურთელებმა ერთმანეთს შეუტიეს და ატყდა ისეთი გაწევ-გამოწევა და მუშტი-კრივი, რომელიც ბუენოს აირესის დერბიშიც იშვიათად თუ გვინახავს.

შედეგად, სამ-სამი ფეხბურთელი გააძევეს ორივე გუნდიდან. აი, ასეთი ამბავია.