სარჩევი
2023 ნოე 17, 00:06 შ-მდე
1 წუთის საკითხავი

საქართველო – შოტლანდიის მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. შოტლანდიელებმა მატჩის გადარჩენა ბოლო წუთებზე შეძლეს. სტივ კლარკმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ძლიერი ხასიათი ვაჩვენეთ, საქართველო კარგი გუნდია, კვარაცხელიას სახით ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავთ. საერთო ჯამში თამაშის გადარჩენა შევძელით, მატჩის ხასიათიდან გამომდინარე ეს კარგი შედეგია”.

“ვიცოდი რომ მსაჯი ბევრ დროს დაამატებდა, რადგან ქართველი ფეხბურთელები დიდხანს იწვნენ მოედანზე. ასეც მოხდა, ვიცოდი რომ შანსი გვექნებოდა და გამოვიყენეთ”.

“ვიცოდით რომ რთული მატჩი იქნებოდა, აქამდე საქართველოს ნაკრებთან ორი მატჩი ჩავატარეთ და ვერცერთში შევძელით გოლის გატანა, ახლა კი სხვაგვარი შედეგის ჩვენება შევძელით”.

“ვთქვი რომ ქართველები ხშირად იწვნენ მოედანზე, არ მიგულისხმია, რომ ეს პროვოკაცია იყო, ისინი უბრალოდ დროის გაყვანას ცდილობდნენ, ეს ფეხბურთის ნაწილია. საქართველო კარგი გუნდია, მიმაჩნია, რომ კარგი შანსი გაქვთ მარტის პლეიოფები გადალახოთ და ფინალურ ეტაპზე ითამაშოთ, ხვიჩა კვარაცხელია კი მაგიური მოთამაშეა”.